Digest Logo

„საკმაოდ მოიმატა ყივანახველას შემთხვევებმა - ამ დროს, 2 თვის განმავლობაშიც გრძელდება ხველა“- ივანე ჩხაიძე

1712135783
ივანე ჩხაიძე

„ბოლო პერიოდში, ქვეყანაში მოიმატა ყივანახველას, როგორც დადასტურებულმა, ისე საეჭვო შემთხვევებმა“- ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამ დაავადებას ახასიათებს ხველის გახანგრძლივება.

„ბოლო პერიოდში, საკმაოდ მოიმატა ყივანახველას, როგორც დადასტურებულმა, ისე საეჭვო შემთხვევებმა. ყივანახველა გახლავთ დაავადება, რომლისთვისაც დამახასიათებელია ხველის გახანგრძლივება.

2 კვირაზე მეტი დროის განმავლობაში, 4-6 კვირის და 2 თვის განმავლობაში ხველა ახასიათებს, მაგრამ ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, სიცხე არ აქვს, მაგრამ ახველებს. ეს უფრო მეტად, ყივანახველაზე მიუთითებს“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:  

🎥 „ყველაზე მნიშვნელოვანი მცენარეთა ყვავილობა არის აპრილის პერიოდში“ - რა სიმპტომები ახასიათებს სეზონურ ალერგიას და რეკომენდაციები, რომლებიც უნდა გავითვალისწინოთ

როგორი ამინდია მოსალოდნელი 3 აპრილს საქართველოში?

უკრაინაში დაღუპული თენგიზ ჭანია საქართველოში ჩამოასვენეს