Digest Logo

სალომე ბაკურაძის და ლაშა ბასლანძის შვილი 10 წლის გახდა - „ყველაზე მაგარ კაცს ვულოცავ“

1777958287
ლაშა ბასლანძე

მომღერალ სალომე ბაკურაძისა და რესტორან „ქვევრის“ გარდაცვლილი მფლობელის, ლაშა ბასლანძის საერთო შვილი, სანტი 10 წლის გახდა. სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ იუბილარს დაბადების დღე ოჯახურ გარემოში აღუნიშნეს.

სანტიმ სადღესასწაულო ტორტის სანთლები დასთან, ელენე ბასლანძესთან ერთად ჩააქრო. იუბილარს დაბადების დღე სოციალურ ქსელში უამრავმა ადამიანმა მიულოცა:

„ყველაზე მაგარ კაცს ვულოცავ დაბადების დღეს!“

„სანტი, გაგიმარჯოს, მუდამ ბედნიერი იყავი...“

„სულ წარმატებული დღეები გქონდეს“, - წერენ კომენტარებში.

შეგახსენებთ, რომ რესტორან „ქვევრის“ მფლობელი, 40 წლის ლაშა ბასლანძე 2025 წლის ნოემბერში გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ოფიციალურად არ სახელდება, თუმცა ახლობლები გულის შეტევაზე საუბრობენ.

ლაშა ბასლანძესა და სალომე ბაკურაძეს ერთი საერთო შვილი ჰყავთ, ელენე კი ლაშას უფროსი ქალიშვილია პირველი ქორწინებიდან.

 ასევე დაგაინტერესებთ:

როგორი ამინდია მოსალოდნელი 5 მაისს საქართველოში

„ერთ დღეში გავჭაღარავდი“ - რას ჰყვება მარიტა როხვაძე

„თუ ცოდნის ზიარების შემდეგ ცნობიერება არ ტრანსფორმირდა, არ შეიცვალა ფიქრები, ეს ნიშნავს, ვერ გავათვითცნობიერეთ ნასწავლი, ან კომფორტის ზონამ შეგვიშალა ხელი“ - ასტროლოგი