Digest Logo

„სალოცავები დარეკენ მძიმე ზარებს!“ - გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება

1773734294
გოგა მანია

ეზოტერიკოსმა გოგა მანიამ საკუთარი წინასწარმეტყველებიდან ამონარიდი გაავრცელა „ფეისბუკზე“, რომელიც 2025 წლის 26 ნოემბრით თარიღდება.

მანია საზოგადოებას ლოცვისა და ერთმანეთის მიმართ მეტი თანადგომისკენ მოუწოდებს.

„…2025 წლის 26 დეკემბრის ჩანაწერებიდან

ჩემი წინასწარმეტყველებიდან არის მსგავსი ფრაზა: „2026 წელს იგლოვებს ერი და ბერი! ვკარგავთ ძალიან მნიშვნელოვან პიროვნებას - საქართველოს სულიერ მამას. სალოცავები დარეკენ მძიმე ზარებს!“

ასევე იყო საუბარი იმაზეც, რომ ამას თან ახლავს საპატრიარქოში ცვლილებები.

დაე უფალი იყოს ჩვენი მფარველი 🙏✅

დაე მან მოგვიტევოს ყველა ჩვენი ცოდვა 🙏✅

მეტად გვიყვარდეს და დავაფასოთ ერთმანეთი!!!

გააზიარეთ“,-  წერს გოგა მანია.

ხოლო გოგა მანია 2025 წლის 26 ნოემბერს გავრცელებულ წინასწარმეტყველებაში წერდა:

„26 ნოემბერი 2025 წლის, ახალი წინასწარმეტყველება.

დიდი გლოვისთვის გვამზადებს მამა ზეციერი 2 ბუმბერაზი ადამიანის გარდაცვალება!

ხოლო ერთ-ერთი მათგანი (მას ყველა იცნობს, მძიმე ზარები ეკლესიებზე)!

ამ თემას შევეხე რამდენიმე ხნის წინაც!

იგლოვებს ერი და ბერი!

მეტად გიყვარდეთ და დააფასეთ ერთმანეთი აქ და ახლა!“, - წერდა გოგა მანია სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია II, კლინიკაშია გადაყვანილი. არსებული ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

რედაქციისგან: ვთხოვოთ უფალს ილია მეორის სულის გადარჩენა და დიდ ხანს სიცოცხლე.