სამების ტაძარში, დღეს, პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალების შემდეგ, პირველი საყოველთაო ნათლობა გაიმართება. ტრადიციის დამკვიდრებიდან დღემდე კი, ეს 73-ე საყოველთაო ნათლობა იქნება.
კათოლიკოს-პატრიარქი შიო III, ოჯახებში მესამე და შემდგომი ბავშვის მონათვლის მსახურებას აღასრულებს.
"20:00 საათზე უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III დალოცავს ახალ ნათელღებულებს", - აღნიშნულია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა შიო მესამემ საყოველთაო ნათლობის ტრადიციის გაგრძელების შესახებ 17 მაისს, სამების ტაძარში გამართულ "ოჯახის სიწმინდის დღესთან" დაკავშირებულ წირვაზე ისაუბრა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 7 ივნისს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით