Digest Logo

„სამედიცინო შემოწმებას ხვალ გაივლის“ - ბოლო ცნობები „პსჟ“-ში ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის შესახებ

1737030758
ხვიჩა კვარაცხელია

ფრანგული გამოცემის Le Parisien ცნობით, ხვიჩა კვარაცხელია პარიზში დღეს ჩავა, სამედიცინო შემოწმებას კი 17 იანვარს გაივლის.

როგორც გამოცემა წერს, სავარაუდოდ, ხვალვე გაოფიციალურდება 23 წლის ქართველის ტრანსფერი „პარი სენ-ჟერმენში“. 

Le Parisien აღნიშნავს, რომ კლუბი ოფიციალურ განცხადებას მას შემდეგ უნდა ველოდოთ, რაც მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე ლანსის წინააღმდეგ გასამართი მატჩისწინა პრესკონფერენციას გამართავს.

„ოფიციალური განცხადება შესაძლოა იმავე დღესვე გაკეთდეს, ოღონდ, ლუის ენრიკეს პრესკონფერენციის შემდეგ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, „პსჟ“-ს მომავალი შეხვედრა შაბათს, საფრანგეთის ლიგა1-ის ფარგლებში ექნება ლანსის წინააღმდეგ.

შეგახსენებთ, არაერთი წყაროს ინფორმაციით, „ნაპოლი“ ხვიჩა კვარაცხელიას სანაცვლოდ ფრანგული კლუბისგან დაახლოებით 70 მილიონ ევროს და + ბონუსებს მიიღებს, ხოლო თავად ქართველის ანაზღაურება, არსებული ცნობით, წელიწადში 11 მილიონი ევრო იქნება. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕ „3 წლის ასაკში სულების არსებობას ვგრძნობდი, 9 წლისამ წინა დღით დავინახე მეზობლის მკვლელობის სცენა... “ - ექსკლუზიური ინტერვიუ პარაფსიქოლოგ ცირა კუპრაშვილთან

🎥 კვარა „ნაპოლის ემშვიდობება, გულდაწყვეტილი გულშემატკივარი და საფრანგეთი ქართველი ვარსკვლავის მოლოდინში - „იმედის დღის“ ემოციური სიუჟეტი

🎥 სახის მასაჟი ძილის წინ, 30 წუთით ადრე - „ეს მასაჟი ძალიან გაახალგაზრდავებს სახის კანს“

წყარო: newshub.ge