Digest Logo

სამეგრელოში 4 წლის ბავშვი ტრაგიკულად დაიღუპა - „ვაი შენს დედას“

1753880684
 ლაზარე თოლორაიას ტრაგიკული გარდაცვალების გამო.

ზუგდიდის #2 საბავშვო ბაღის აღსაზრდელის, 4 წლის ლაზარე თოლორაიას ტრაგიკული გარდაცვალების გამო, ბაღის ადმინისტრაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს და ახლობლებს.

„შეძრული ვართ ზუგდიდის #2 საბავშვო ბაღის აღსაზრდელის, ლაზარე თოლორაიას ტრაგიკული გარდაცვალების გამო.

რთული და ძალიან ძნელია სამძიმარი ვუთხრათ ჩვენო პატარავ შენ ოჯახს, აღმზრდელებს, შენ ბაღელებს...

ნათელში იყავი ანგელოზო!...“, - აღნიშნულია სამძიმრის წერილში.

„დაიჯესტის“ ინფორმაციით, ბავშვი საკუთარი სახლის აუზში ცურვის დროს გახდა შეუძლოდ. ამის შემდეგ იგი დაუყოვნებლივ გადაიყვანეს რუხის რესპუბლიკურ კლინიკაში, სადაც პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს, მოგვიანებით კი ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში მოხდა გადაყვანა რეანიმობილით. სამწუხაროდ, ექიმების მცდელობებისა, ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა, რაც დიდი ტრაგედიაა მისი ოჯახისა და საზოგადოებისათვის.

 ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„შენ ხარ ჩვენი სიხარული და უსაზღვრო სიყვარული“ - გიორგი ძოწენიძის ემოციური პოსტი იუბილარ ქალიშვილს

⭕„ადრე ვთქვი, რომ პირად ცხოვრებაში არ გამიმართლა, თუმცა ახლა ასე აღარ ვფიქრობ“ - ნეკა დოროყაშვილი შეყვარებულია

⭕„საუკეთესო მშობლები“ - სოფია კვინიკაძე მეუღლესთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს