Digest Logo

„ჩემს ცხოვრებაში ახალი სიყვარულია“ - ნეკა დოროყაშვილი შეყვარებულია, მოდელის გულწრფელი აღიარება

1753862648
ნეკა დოროყაშვილი

მოდელი და ინფლუენსერი ნეკა დოროყაშვილის ჟურნალ „თბილისელებთან“ საკუთარი ბედნიერების შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ წარსულში განცდილი იმედგაცრუების შემდეგ ახლა სრულად შეიცვალა დამოკიდებულება.

მისი თქმით, ამ ეტაპზე არ სურს პირად დეტალებზე საუბარი, რადგან ცდილობს, ახლანდელი ურთიერთობა მედიასაც მოშორებული დატოვოს.

„ადრე ვთქვი, რომ პირად ცხოვრებაში არ გამიმართლა, თუმცა ახლა ასე აღარ ვფიქრობ. არ მინდა, ჩემი ახლანდელი პირადი ცხოვრება გავასაჯაროო, რადგან იმ ადამიანს ვიცავ.

მშვიდი ადამიანია და არ უყვარს ყურადღების ცენტრი ყოფნა. ასე რომ, დღეს კარგად ვარ, ბედნიერ ვარ, ჩემ ცხოვრებაში არის ადამიანი, რომლის ენერგიაც დამეხმარა იმაში, რომ კიდევ უფრო ძლიერი პოზიცია მქონდეს იმ საქმეში, რასაც ვაკეთებ.

ეს ძალიან მნიშვნელოვანი ყოფილა. რეალურად, თურმე, იმედი გაცურებას დიდი იღბალი მოაქვს.

ახალმა სიყვარულმა საერთო შემცვალა, უბრალოდ, დამაბრუნა საკუთარ თავთან, მეტად გამაცნო საკუთარი თავი და გამაძლიერე. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია...“ - ამბობს ნეკა დოროყაშვილი. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ინდოეთში ბავშვმა კობრას უკბინა და მოკლა

⭕„რთულია კოსტიუმის მორგება, ფაქტობრივად, ჰიპოქსიის ზღვარზე ხარ“ - გია ბაღაშვილის გზა ფინალამდე და გამარჯვების ისტორია

⭕„უკვე ვეჩვევი, რომ იქით უნდა წავიდე... არ მინდა წასვლა“ - რას ამბობს ნანი ბრეგვაძე სიბერეზე