Digest Logo

🎥 „სამეგრელოში ისეთი კერძი არ არსებობს, რომელიც არ უნდა გიყვარდეს“ – ბარბარე ჯანაშია

1725437955
ბარბარე ჯანაშია

ბარბარე ჯანაშია გადაცემას „დღის პოსტი“ სტუმრობდა, სადაც პატარა მომღერალმა  ზაფხულის არდადეგებზე, სამეგრელოში გატარებულ დღეებზე ისაუბრა.

„ძალიან მიყვარს ზღვა, წყალში რომ ჩავდიოდი, ნაპირზე არ ამოვდიოდი. იქ ყველა მეკითხებოდა, დამღლელია პოპულარობა? ფოთში ძალიან დიდი სიყვარული ვიგრძენი, მცნობდნენ, ფოტოებს იღებდნენ ჩემთან. ეს ძალიან სასიამოვნო პროცესია.

ძალიან მიყვარს მეგრული სამზარეულო, ღომი, ელარჯი.. სამეგრელოში ისეთი კერძი არ არის, რომელიც არ უნდა გიყვარდეს, მეგრული ცოტათი ვიცი,“ – აღნიშნა ბარბარემ.

როგორც მან აღნიშნა, მისი ოცნებაა ბევრ წარმატებას მიაღწიოს, გახდეს ჰოლივუდის მსახიობი. 

პატარა მომღერალმა, ასევე, მის ახალ იმიჯზეც ისაუბრა. 

„ერთ დღეს გავიღვიძე დ გადავწყვიტე თმა ხომ არ შევიჭრათქო და შევიჭერი“, - ამბობს ბარბარე. 

უფრო ვრცლად ნახეთ ვიდეო 👇

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ყველგან და ყოველთვის ანათებ“ - თაკო ჩორგოლაშვილი სანაპიროდან კადრებს აქვეყნებს

⭕საქართველოს რკინიგზა სპეციალურ გაცხადებას ავრცელებს