Digest Logo

საქართველოს რკინიგზა სპეციალურ გაცხადებას ავრცელებს

1725430783
მატარებელი რკინიგზა

საქართველოს რკინიგზა გაცნობებთ, რომ ტექნიკური მიზეზების გამო, მიმდინარე წლის 4 და 5 სექტემბერს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი №806/805 „ჯრს“ (შტადლერი) მატარებლის ნაცვლად, რეისებს შეასრულებს „ჯრტ“-ს ტიპის მატარებელი, - აღნიშნულია საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომპანიაში აღნიშნავენ, რომ სამგზავრო ვაგონების განსხვავებული ტევადობის გამო, მგზავრებს დამატებით ორსართულიანი ავტობუსი მოემსახურება.

„იგივე ტექნიკური მიზეზით, 2024 წლის 6 სექტემბრიდან გაუქმდება №806/805 მატარებლის მიმოსვლა, რომლის გამოყენებაც დაგეგმილი იყო 15 სექტემბრის ჩათვლით.

გაუქმებულ რეისებზე ბილეთის თანხა მგზავრებს აუნაზღაურდებათ 100%-ით, ეტაპობრივად 30 დღის განმავლობაში. საქართველოს რკინიგზა ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ:

ვინ იყო მატარებლის შეჯახების დროს დაღუპული კაცი, რომელსაც ცოტა ხნის წინ ქორწილი ჰქონდა

როგორ გამოიყურება შვილის დაბადების მოლოდინში მყოფი მარიამ მათიაშვილი - „ერთი სული მაქვს როდის შეგხვდები“