საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაციის ცნობით, სამგზავრო მატარებლები სხვადასხვა ლოკაციაზე არიან გაჩერებული.
მიზეზი, მათი განცხადებით, დასავლეთ საქართველოში უამინდობაა.
„დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობის გამო სამგზავრო მატარებლები სხვადასხვა ლოკაციაზე არის გაჩერებული.
საქართველოს რკინიგზა მაქსიმალურად ცდილობს, რომ სამგზავრო რეისები შეფერხებების გარეშე შესრულდეს, თუმცა აქვე აღვნიშნავთ, რომ რკინიგზისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობა რკინიგზაზე სხვადასხვა პრობლემას ქმნის.
ამ დროისათვის უღელტეხილის მონაკვეთზე გათიშულია ქვესადგურები, კერძოდ რკინიგზის საკონტაქტო ქსელს არ მიეწოდება ელექტროენერგია.
საქართველოს რკინიგზა ძალისხმევას არ იშურებს, რომ სამგზავრო მატარებლებმა მოძრაობა უმოკლეს დროში განაახლონ შეფერხებების გარეშე, ელექტროენერგიის სტაბილური მოწოდებისთანავე“, - აღნიშნულია განცხადებაში.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵 გზებზე არსებული ვითარება - სად არის გადაადგილება ნებადართული?
🔵 გერმანიაში თამბაქოს აპარატიდან მონეტების ქურდობის გამო საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს