Digest Logo

„სამი ახალგაზრდა ავტოკატასტროფაში დაიღუპა, მდინარე ნაკრაში გადავარდნენ და ტალღებმა გაიტაცა“ - ტრაგედია სვანეთში

1714726398
ავარიის დროს გარცვლილები

2 მაისს, გვიან ღამით, სვანეთის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, არის მსხვერპლი, მაშველები სამ პირს ეძებენ.

როგორც „დაიჯესტს“ შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრში განუცხადეს, ამ დროისთვის სამი პირის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

„სვანეთინიუსი“ გარდაცვლილი ახალგაზრდების შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს.

„წარმოუდგენელი ტრაგედია დატრიალდა სვანეთში...

სამი ახალგაზრდა ავტოკატასტროფაში დაიღუპა, მდინარე ნაკრაში გადავარდნენ და ტალღებმა გაიტაცა ავტომობილიანად ენგურისკენ...

მაშველები ამ დრომდე ეძებენ... სამძიმარს ვუცხადებთ ოჯახს, ნაკრელებს, მთელს სვანეთს... უდიდესი დანაკლისია ყველასთვის!“, - ვკითხულობთ გავრცელებულ პოსტში.

 

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕ „ჩვენი ლამაზთვალება მოსწავლე აღარ გვყავს... გული მეგლიჯება, სული მეყინება“ - ცნობილია, ვინ არის სვანეთის გზაზე დაღუპული ერთ-ერთი ახალგაზრდა

⭕„ნანუკამ 177 ათასი მაქვსო და სულ ესაა, რაც ამ ბავშვებს უყიდეთ ხალხის ფულით...ორი ბოთლი წყალი და სამი შოკოლადი?!“ - რას წერს ნათია ბერიძე

⭕დღეს წითელი პარასკევია - დიდი მარხვის ყველაზე მძიმე დღე