ვეტერანი სპორტსმენი და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი სტუმრად გადაცემაში „ნოესთან“ იმყოფებოდა, სადაც კარიერაზე ისაუბრა.
ასევე გაიხსენა ისტორია, სადაც ჰყვება, როგორ გაიტანა 3 გოლი „ჩემპიონთა ლიგაზე“:
„სანამ „ფრაიბურგში“ გადავიდოდი, აღმოჩნდა რომ მთავარი მწვრთნელი ერთი წლით ადრე აქ იმყოფებოდა საქართველოში. გვაკვირდებოდა ნაკრებს და მე მოვეწონე. ყველა ფეხბურთელს საუკეთესო უნდა, ამიტომ რაღაცებზე უარის თქმა მომიწია. ალანიაში ვიყავი იქამდე ერთი წელი. საკმაოდ დიდი ინტერესი იყო მაშინ ჩემ მიმართ თუმცა გადავწყვიტე „ფრაიბურგში“ წასვლა. ერთ-ერთი ფაქტორი კიდევ ის იყო, რომ ალექსანდრე იაშვილი იყო ჩემზე ადრე ამ გუნდში და მსმენოდა ამბები მისგან.
ზოგადად რუტინის დარღვევა არ მიყვარდა, მით უმეტეს თუ ვიცოდი, რომ თამაში მქონდა. მოხდა ისე რომ მეუღლეს ნიკა, ჩემი ვაჟი უნდა წაეყვანა სკოლაში ჩემი მანქანით. უკვე თამაშზე უნდა გავსულიყავი და მირეკავს თამუნა, მოკლედ რაღაც შეემთხვა. საწვავი გათავდა მანქანაში, გავედი ფორმით გარეთ. სტრესი იყო, უკვე რადგან რაღაცები აირია და დაძაბული ვარ საოცრად. ეს რომ ამერია ძალიან რთული აღმოჩნდა. თუმცა ის დღე ნამდვილად კარგი აღმოჩნდა ჩემთვის, რადგან 3 გოლი გავიტანე. სამი გოლი ვარჯიშზე არ მქონდა გატანილი და „ჩემპიონთა ლიგაზე“ რომ გაიტან, სახუმარო არ არის“, - იხსენებს ლევან კობიაშვილი.
ვრცლად იხილეთ კომენტარებში:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„სანაკრებო პაუზა გამარჯვებით დასრულდა...კლუბში დაბრუნების დროა“ - გიორგი მიქაუტაძე