
ტელეწამყვანი ეკო ფანგანი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის შესახებ და ასევე ბევრეთის მონასტერზე წევრს, სადაც 3 წელია ყველაზე მძიმე ვნების კვირეულს იქ ატარებს.
„ქრისტე აღდგა! 🌟 გილოცავთ, იხარეთ.
სამი წელია ბევრეთზე გიყვებით, სამი წელია ყველაზე მძიმე ვნების კვირეული, ჩემს ცხოვრებაში ყველაზე გამორჩეულია, სამი წელია ყველაზე დიდი დღესასწაული, ჩემთვის ნამდვილი ბედნიერების მომგვრელია 🤍 სამი წელია ამ დროს, ბევრეთის წმ. თეკლას დედათა მონასტერში დედებთან და სხვა საოცარ სტუმრებთან ერთად ვცხოვრობ, ვმუშაობ და ვეზიარები. სამი წელია მინდა დავწერო და სამი წელია ვცდილობ, მაგრამ არასდროს გამომდის კარგად, რადგან ამას ვერ აღწერ, ამ ყველაფერს მხოლოდ თუ შეიგრძნობ..
ბევრეთში საეკლესიო მსახურებისას ფოტოებს არ ვიღებთ, აქ არც მონაზვნებს ვუღებთ ფოტოებს, აქ არც ტაძარში და არც სატრაპეზოში ვიღებთ ფოტოებს, მაგრამ აქ ყველაზე დიდი სიყვარულია, ყველაზე მეტი მიმღებლობა და გაგებაა, აქ უდიდესი სითბო და ზრუნვაა, აქ ჭეშმარიტების საწყისია, აქ გულწრფელობა და მიმტევებლობაა და აქ საათზეც კი სხვა დროა.. აქ ჟამის დროა (5 საათით წინ). აქ უტკბილესი 19 მონაზონი, ერთი მორჩილი, უამრავი მომლოცველი და ასე ჩემნაირი 30 სტუმარია ამ დროს.. “სტუმრები”, რომლებიც ამ წლების განმაბლობაში ჩემი უძვირფასესი მეგობრები გახდნენ. დედები/მონაზვნები, რომლებმაც ჩემს ცხოვრებაში სიხარულის და ბედნიერების ცრემლები შემოიტანეს🤍
მადლობა ღმერთს, ყველაფრისთვის.
მადლობა ამ ადამიანებისთვის, მადლობა ჩემი სულიერი მოძღვრის და ჩემი საუკეთესო მეგობრის მამა @lukaliseli -სთვის, რომელმაც სამი წლის წინ, ჩემი თხოვნის შემდეგ ამირჩია სწორედ ეს მონასტერი და პირველად თავად წამიყვანა იქ. მადლობა, რომ უკვე სამი წელია ყველაზე დიად და დიდებულ დღეს ვხვდები დედამიწის ნამდვილ სამოთხეში 🤍 დღევანდელი აღდგომის დილა არასოდეს დამავიწყდება (თუმცა არც ერთი ფოტო არ მაქვს, გარდა ბოლო ფოტოსი 🙈). მადლობა ამ ჯადოსნობისთვის.
დიდება უფალს! 🌟
სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვებას გილოცავთ! ქრისტე აღდგა!! ჭეშმარიტად აღდგა!“, - წერს ეკო ფანგანი.
View this post on Instagram
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕მართლმადიდებელი ეკლესია საფლავთა კურთხევის დღეს აღნიშნავს
⭕მოქალაქეებს სასაფლაოების მიმართულებით გადაადგილება დღესაც უფასოდ შეეძლებათ