Digest Logo

„სამსახურის მერე სახლში მოდიოდა მამაჩემი, ამ პიროვნებამ სუფრაზე დაპატიჟა, რა მოელანდა არ ვიცი, მოკლა საღ-სალამათი კაცი...“ - ზესტაფონის ქუჩაზე მოკლული კაცის შვილი

1664710979
თეიმურაზ შჩერბაკოვ

თბილისში, ზესტაფონის ქუჩაზე მოკლული 65 წლის დავით შჩერბაკოვის შვილი მკვლელობასთან დაკავშირებით „კურიერთან" საუბრობს. მისი თქმით, ბრალდებულმა და მოკლულს ერთმანეთში კონფლიქტი არ ჰქონიათ და რას უკავშირდება დანაშაული, არ იცის.

„სამსახურს რომ მორჩა მამაჩემი, სახლისკენ ჩამოდიოდა და ქუჩაზე დახვდა ეს პიროვნება, შეიყვანა თავისთან სახლში და სუფრაზე მიიპატიჟა. არავითარი კონფლიქტი არ ჰქონიათ, ერთად იყვნენ გაზრდილები. რა მოუვიდა, რა მოელანდა, კაცმა არ იცის. მოკლა საღ-სალამათი კაცი“, - განაცხადა მოკლულის შვილმა თეიმურაზ შჩერბაკოვმა.

ცნობისთვის, დავით შჩერბაკოვს შელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით მიაყენეს ჭრილობები. მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა. მკვლელობის შემდეგ თავდამსხმელმა, რომელიც მთვრალი იყო, კვალის დაფარვა სცადა, ცხედარი სხვა ქუჩაზე გადაიტანა და იქ დატოვა. ის პოლიციამ მალევე დააკავა. მას განზრახ მკვლელობას ედავებიან, რაც 10-იდან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵გადაცემა „ქალები“ ეთერში აღარ გავა - რას წერს ერთ-ერთი წამყვანი

🎥 „დიახ, ეს საბედისწერო შემთხვევა ჩვენ შეგვემთხვა. არანაირი ვიდეოს გადაღება და ტელეფონი არაფერ შუაში იყო“ - რას წერს ქალი, რომელიც ავარიაში მოყვა

🔵„თვითონ წაუღია მკვდარი და დაუტოვებია სახლთან“ - თბილისში მეზობელმა 65 წლის კაცი მოკლა

წყარო: rustavi2.ge