ავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდში - მანქანა, რომელშიც ქალი და ორი მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდნენ, ხეს შეეჯახა.
ავარიის შედეგად საჭესთან მჯდომი ქალი უგონო მდგომარეობაში კლინიკაში გადაიყვანეს.
მოგვიანებით, შემთხვევის შედეგად დაშავებულ ქალმა სოციალურ ქსელში ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაცია გაავრცელა.
„მადლობა უფალს რომ არ გაგვწირა, დაგვიცვა და დაგვიფარა იმ საფრთხისგან რომლისგან არცერთი არ ვართ დაზღვეული. მადლობა ღვთისმშობელო, რომ გაადაფარე ჩემს შვილებს თქვენი კალთა, დაიცავით იმ უბედურებისგან, რომელიც ელოდათ და მე დღეს ყველაზე ბედნიერი დედა ვარ მსოფლიოში. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც გვერდში გვედექით და ჩვენი ეს სასწაულებრივად ფაქტობრივად მეორედ დაბადებამ ასე გაგახარათ მადლობა ჩემო მეგობრებო, ყველას სათითაოდ ამდენი ზარებისთვის და სმსებისთვის ძალიან ბევრი მესიჯია და ამ ჯერად აქ გიპასუხებთ სულ ყველას ღვთის წყალობით კარგად ვართ და არ ინერვიულოთ, ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ ყველას და გითხრათ რომ ძალიან მიყვარხართ.
მე თქვენ მაძლიერებთ ზოგიერთების გასაგონად მინდა ვთქვა, არანაირი ვიდეოს გადაღება და ტელეფონი არაფერ შუაში იყო, ვინც იცის ჩემი გრაფიკი იციან რომ ძალიან გადაღლილი ვარ და გავითიშე ჩემდა სამწუხაროდ.
არავინ არაფრისგან ვართ დაზღვეული, ასე რომ რაც არ ვიცით მას ნუ განვიკითხავთ. დიახ ერთი სთ წინ დამიდვია ეგ ვიდეო აგერ ისიც“, - წერს ცირა ლუკავა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„თვითონ წაუღია მკვდარი და დაუტოვებია სახლთან“ - თბილისში მეზობელმა 65 წლის კაცი მოკლა
🔵ქართველი მწერალი და კინორეჟისორი გოდერძი ჩოხელი 68 წლის გახდებოდა