
იმერეთში ორსულმა ქალმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილში იმშობიარა. ინფორმაციას ამის შესახებ „ინფო იმერეთი“ ავრცელებს.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოღადან სასწრაფო დახმარებას პაციენტი კლინიკა”ბომონდში” მიჰყავდა, თუმცა ჩვილი გზაში დაიბადა.
პაციენტს ვაჟი შეეძინა. მისი მშობიარობის მესამე პერიოდის მართვა უკვე „კლინიკა ბომონდში” მოხდა.
აღსანიშნავია, რომ ქალბატონს წარსულში ჩატარებული ჰქონდა საკეისრო კვეთა. ამ დროისთვის დედაც და ახალშობილიც თავს კარგად გრძნობენ და მათ შესაბამისი მკურნალობა უგრძელდებათ.
🔘აგრეთვე წაიკითხეთ:
ლევან კბილაშვილის უცნობი რომანი - „ოჯახის შექმნა ვერ მოასწრო...“
წყარო: infoimereti.ge