Digest Logo

სამცხე-ჯავახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული ზაალ გელაშვილი გარდაიცვალა

1785942754
ზაალ გელაშვილი

სამცხე-ჯავახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული, ზაალ გელაშვილი გარდაიცვალა.

სამწუხარო ინფორმაციას მხარის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„სამცხე-ჯავახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, ზაალ გელაშვილის გარდაცვალების გამო.

​ბატონი ზაალ გელაშვილი ღირსეულად და დიდი პასუხისმგებლობით ემსახურებოდა სამცხე-ჯავახეთის მხარესა და საქართველოს. მისი პროფესიონალიზმი, ადამიანურობა და საქმისადმი ერთგულება სამუდამოდ დარჩება ჩვენი თანამშრომლებისა და საზოგადოების მეხსიერებაში.

​ვუსამძიმრებთ და თანადგომას ვუცხადებთ ბატონი ზაალ გელაშვილის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და კოლეგებს.

​ვიზიარებთ ამ უმძიმეს ტკივილს და ოჯახს გამძლეობას ვუსურვებთ“, - წერია სამძიმრის წერილში. 

ასევე დაგაინტერესებთ:

რა უნდა ვასწავლოთ შვილებს იმ მოძველებული სტერეოტიპების ნაცვლად, რომლებსაც სისტემა დღემდე გვახვევს თავს?

„ცოტა მკაცრი ხასიათი მაქვს და ძალიან რბილი კაცი გვერდით არ მომიხდებოდა“ - რას ამბობს ლიანა ჯოჯუა

როგორ გავიუმჯობესოთ კეთილდღეობა მარტივი რიტუალის დახმარებით - „ჩეკი სალაროსთან არ დატოვოთ“