Digest Logo

სამცხე-ჯავახეთში ყირიმ-კონგოთი 3 ადამიანი დაინფიცირდა

1683868951
ყირიმ-კონგო

„სამცხე ჯავახეთში, ასპინძაში, ადიგენსა და ახალციხეში, ყირიმ–კონგოს ჰემორაგიული ცხელებით სამი ადამიანი დაინფიცირდა“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამცხე–ჯავახეთის განყოფილება იუწყება.

მიმდინარე წელს ინფიცირების პირველი შემთხვევა 28 აპრილს გამოვლინდა, ინფექცია 23 წლის კაცს დაუდასტურდა. 

მეორე შემთხვევა ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლოშში მცხოვრებ 62 წლის კაცს 1-ელ მაისს დაუდასტურდა, მესამე შემთხვევა კი 5 მაისს 58 წლის კაცს დაუდგინდა.

როგორია ინფიცირებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა, ჯერჯერობით უცნობია.

რა არის ყირიმ-კონგო?

ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება ცხოველის და ადამიანის ვირუსული დაავადებაა და წარმოადგენს ბუნებრივ კეროვან ინფექციას. ვირუსის ძირითადი გადამტანი ტკიპაა (Hyalomma). ცხოველი და ადამიანი მისი კბენის შედეგად ინფიცირდება.

ცხოველებში დაავადება კლინიკური ნიშნების გარეშე მიმდინარეობს, ხოლო ადამიანის შემთხვევაში, დაგვიანებულ მკურნალობას შესაძლოა ლეტალური შედეგი მოჰყვეს. დაავადების მაღალი რისკის ქვეშ არიან ცხოველებთან კონტაქტში მყოფი (მწყემსები, ფერმერები) ადამიანები და ის პირები, ვინც საველე სამუშაოებს ახორციელებენ.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ექიმების მკურნალობამ და წამლებმა ძალიან ცუდად იმოქმედა ჩემზე“ - ეკა კახიანი ცხოვრების რთულ პერიოდზე

„101 წლის გახდა, ეს ადამიანი ჩვენი ერის სიამაყეა“- რა ფოტოებს ავრცელებს გოგა ჩანადირი