მსახიობი მარინა კახიანი გადაცემაში „ჩვენი საქართველო“ იმყოფებოდა სტუმრად, სადაც სვანეთის შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მისი წინაპრები სვანეთში ნამყოფები არ არიან, ის თავს მაინც სვანად თვლის და როგორც თავად აღნიშნავს, ხასიათიც სვანი ქალის აქვს.
„დღეს ძალიან გავკადნიერდი, რომ ასეთ ჭეშმარიტ სვანებთან ერთად ვარ სტუდიაში. სამწუხაროდ, მამაჩემი და ბაბუაჩემი ისე წავიდნენ ამ ქვეყნიდან, რომ სვანეთში არ იყვნენ ნამყოფები, თუმცა მე მიმაჩნია, რომ ჭეშმარიტი სვანი ვარ, სხვათა შორის ხასიათითაც, ვარ ძალიან ამაყი ამით.
ჩემი მეუღლე კინორეჟისორი გია მატარაძე იყო, რომელმაც იცოდა, რომ ჩემი ოცნება იყო სვანეთის მონახულება ჩემი წინაპრების მიწის, ისე მოაწყო რომ ჩემი დაბადების დღე გადაღებას დაამთხვია და საოცარი საჩუქარი გამიკეთა, 24 წლის იუბილეს შევხვდი მესტიაში“, - ჰყვება მსახიობი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ბედნიერი იყავი მთელი ცხოვრება“ - ნინო ჩხეიძე შვილს დაბადების დღეს ულოცავს