Digest Logo

„სანამ არ შევალთ, მანამდე ალბათ ვერ დავიჯერებთ... თბილისში დღემდე ქირით ვცხოვრობთ“ - რას ამბობს თედო ბექაურის მეუღლე

1706182266
თედო ბექაური

ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში „ცეკვავენ ვარსკვლავების“ გამარჯვებულის თედო ბექაურის მეუღლემ ანა ხუციშვილმა თედოს პროექტში გამარჯვების შემდეგ, მათ დღევანდელ ყოფაზე ისაუბრა👇

„მთავარი ოცნება, პირველ რიგში, ჩვენთვის იყო საკუთარი სახლი. ახლაც არ მჯერა, რომ უკვე საკუთარი სახლი გვაქვს. სანამ არ შევალთ, მანამდე ალბათ ვერ დავიჯერებთ. თბილისში დღემდე ქირით ვცხოვრობთ, სოფელ ორბეთში გვაქვს საკუთარი სახლი, მაგრამ ჩვენი საქმიანობა ძირითადად თბილისშია, ამიტომ გვიწევს ქირით ცხოვრება. იყო პერიოდი, როდესაც თედო სოფლიდან ავტოსტოპით დადიოდა თბილისში სამუშაოდ. მანქანა არ გვყავს და ყოველთვის გამყოლების იმედად იყო.

ჩვენი ოცნება იყო, ბინა გვქონოდა. არასდროს გვქონია ისეთი შესაძლებლობა, ბინის საყიდლად ფული გადაგვედო. შემოსავალი მხოლოდ იმისთვის გვყოფნიდა, რომ თავი გაგვეტანა.

ფაქტია, რომ ამ გამარჯვების შემდეგ ჩვენი ცხოვრება რადიკალურად შეიცვლება, მაგრამ ახლა ის ეტაპია, საერთოდ რომ ვერ ვაცნობიერებთ, რას და როგორ გავაკეთებთ. ჩვენი მოგებული ბინა ბაკურიანშია, თუმცა ის, რომ გვაქვს საკუთარი ბინა, დიდი ბედნიერებაა…“, - ამბობს ანა ხუციშვილი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„ვერ ვხვდები, რატომ ჰგონიათ, რომ ბედნიერებისთვის საჭიროა გვერდით საყვარელი ადამიანი“ - ინდირა ჯგერნაია

🎥 „კიდევ კარგი იქვე რეანიმაცია იყო, ამას ვუყურებდი ზევიდან და უცბად წავედი ცაში“ - დათო დვალიშვილი კლინიკურ სიკვდილზე

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც 2024 წლის თებერვალი განსაკუთრებულ იღბალსა და წარმატებას ჰპირდება

წყარო: fortuna.ge