სანდრო გეგეჭკორი ქართველი პიანისტია, რომელიც ამჟამად ამერიკაში, მსოფლიოში ერთ-ერთ გამორჩეულ სამუსიკო სასწავლებელში „ჯულიარდში“ სწავლობს.
პიანისტმა სასწავლებელში ერთ წლიანი სწავლის ეტაპი წარმატებით დაასრულა, სწორედ აღნიშნულ თემაზე სანდრო გეგეჭკორმა გადაცემა „იმედის დღეში“ ისაუბრა.
„ძალიან დატვირთული წელი მქონდა. უამრავი ლექცია, სემინარი ორი სოლო კონცერტი ნიუ-იორკში. „ჯულიარდში“ ყოველ სამ წელიწადში ერთხელ იმართება „მუნცის პრემია“ ასე ჰქვია, მხოლოდ „ჯულიარდის“ სტუდენტებისთვის. ეს არის წამახალისებელი კონკურსი მოსწავლეებისთვის. საკმაოდ სერიოზული კონკურსია. 15 პიანისტს შორის ავიღე ეს ჯილდო“, - ჰყვება სანდრო გეგეჭკორი.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „ვისაც გამდიდრება უნდა საფულეები უნდა შეცვალონ“ - როგორ უნდა მოიქცეთ 20 ივნისის შემდეგ?