დღეს, 24 აგვისტოს სანდრო გირგვლიანის დედის, ირინა ენუქიძის გარდაცვალებიდან 17 წელი გავიდა.
სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმე ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული კრიმინალური საქმეა თანამედროვე საქართველოს ისტორიაში.
2006 წლის 28 იანვარს მომხდარმა მკვლელობამ და მასთან დაკავშირებულმა მოვლენებმა ეჭვქვეშ დააყენა საქართველოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და ზოგადად მთავრობის მიერ გატარებული დემოკრატიული რეფორმების სიმტკიცე.
სანდრო გირგვლიანის სასტიკად მკვლელობა იყო საქმე, რომელმაც ბიძგი მისცა ქვეყანაში „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების მხილებას.
სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ამ უმძიმესი დანაშაულის დაფარვაში ჩართული იყო მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასამართლო და ხელისუფლების ყველა შტო.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕შაბათ-კვირის ამინდის პროგნოზი
🎥 კადრები გერმანიიდან, სადაც კაცმა ფესტივალზე დანით 3 გამვლელი მოკლა - არიან დაჭრილებიც