Digest Logo

🎥 „სანდრო უკვე სახლშია და იწყება რეაბილიტაციის პროცესი...“ - გიორგი გოჩოლეიშვილის ვაჟმა ლეიკემია დაამარცხა

1745329911
გიორგი გოჩოლესვილი

სპორტული გვერდის Geo Team-ის დამფუძნებელი, სპორტული ჟურნალისტი საბა საპანაძე სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა და საზოგადოებას სიახლეებს მუდმივად უზიარებს.

აღსანიშნავია, რომ საბა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გვერდით აქტიურად იმყოფება და სიახლეებთან ერთად ფეხბურთელების სახალისო ვიდეოებს გვიზიარებს.

ამჯერად იგი სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს, როგორც საბა საპანაძე წერს გიორგი გოჩოლეიშვილის ვაჟმა ლეიკემია დაამარცხა და სახლში მამიკოსთან ერთად ბრუნდება:

„გიორგი გოჩოლეიშვილის შვილმა, სანდრო გოჩოლეიშვილმა ლეიკემია დაამარცხა!  
სანდრო უკვე სახლშია და იწყება რეაბილიტაციის პროცესი.

დღის ყველაზე მაგარი ამბავი.

გამოჯანმრთელებული სანდრო გიორგი მამიკოს 2.5-თვიანი პაუზის შემდეგ სახლში მიჰყავს.

დღის მთავარი კადრი!“, - წერს საბა საპანაძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„დღეს ნიჭიერის ფინალია...“ - რა კადრებს აქვეყნებს თიკა ფაცაცია?

⭕ნუცა ბუზალაძე „ამერიკის ვარსკვლავში“ დაბრუნდა – რა კადრებს აქვეყნებს მომღერალი

🎥 „წინ ურთულესი 10 დღე გველოდება, იყავით ყურადღებით“ - კვირის ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელისაგან