ნინო სუხიშვილი „რადიო ფორტუნას“ ერთ-ერთ გადაცემაში აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში „სუხიშვილების“ მიერ შექმნილი საავტორო მუსიკისა და ცეკვის პლაგიატი გახშირდა.
მისი განცხადებით, უნდა გაძლიერდეს საავტორო უფლებების დაცვა, რათა ხელოვანებს ჰქონდეთ თავისუფლება და სტიმული, ახალი და ორიგინალური ნაწარმოებები შექმნან.
„აუცილებლად ხაზი უნდა გავუსვა იმას, რომ საოცარი თაობა მოდის. გვაქვს ჩვენი ცეკვის აკადემია, სადაც 10 000-მდე სხვადასხვა ასაკს ბავშვის ეუფლება ცეკვას. 7 ფილიალი გვაქვს თბილისში და ძალიან დიდი მოთხოვნაა. ჩვენ ცეკვის აკადემიას რომ ამთავრებენ, 18 წლის შემდეგ ხდება გადარჩევა და ანსამბლში ახალი თაობა მოდის.
ჩვენ მათ იმ პრინციპით, იმ სისტემით ვასწავლით, რომელიც მერე ანსამბლში გვჭირდება, ჩვენ ჩვენი ხელწერა გვაქვს და ამით განვსხვავდებით სხვა კოლექციებისგან, თუმცა ეს განსხვავებულობა პრობლემაა, რადგან ბოლო დროს, ძალიან მოხშირდა პლაგიატობა.
ბოლო 20-25 წლის წინ შექმნილი ცეკვები, რასაც ილიკო დგამს და მისი ავტორია, ისეთი მიმბაძველობა მიდის, იქნება ეს კოსტიუმზე, ქორეოგრაფია თუ მუსიკაზე, ეტყობა, მასობრივად არ იციან, რა არის ინტელექტუალური ქონების, საკუთრების დაცვა და რას ნიშნავს საავტორო თავისუფლება.
უამრავი ანსამბლი და ქორეოგრაფია, რატომ არ უნდათ, რომ რაღაც თავისი შექმნან და გააკეთონ?!
მესმის, რომ სწორება ყოველთვის ჩვენზე იყო, რომ ყოველთვის ჩვენგან იღებდნენ მაგალითს, მაგრამ პირდაპირ ასე გადაიღო და იცეკვო და ჩათვალო რომ ეს ხალხურია და შენია, ასე არ არის“, - აცხადებს ნინო სუხიშვილი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕87 წლის ასაკში იტალიელი მსახიობი კლაუდია კარდინალე გარდაიცვალა
წყარო: fortuna.ge