Digest Logo

საპატრიარქო: ეკლესია ყოველთვის იყო და იქნება მშვიდობისა და ქრისტიანული ღირებულებების მხარდამჭერი და ემიჯნება რადიკალურ მოწოდებებსა და ისეთ ქმედებებს, რამაც შეიძლება დაპირისპირებას შეუწყოს ხელი

1759525478
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

„ეკლესია ყოველთვის იყო და იქნება მშვიდობის, ქრისტიანული ღირებულებების მხარდამჭერი და ემიჯნება რადიკალურ მოწოდებებსა და ისეთ ქმედებებს, რამაც შეიძლება, დაპირისპირებას შეუწყოს ხელი“, - ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, არჩევნები იმიტომ ტარდება, რომ ხალხმა თავისი ნება ამ საშუალებით გამოხატოს.

„არჩევნებს, საერთოდ ყველგან და საქართველოშიც, დაძაბული ფონი ახლავს. სამწუხაროდ, ჩვენთან მუდმივად არის მცდელობა იმისაც, რომ ამ დაძაბულობაში სასულიერო პირებიც ჩართონ, რაც არასწორია.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, როგორც ერის გამაერთიანებელი ძალა, არ შეიძლება, პოლიტიკურ მხარედ წარმოჩნდეს; როგორც არაერთხელ გვითქვამს, ეკლესია ყოველთვის იყო და იქნება მშვიდობისა და ქრისტიანული ღირებულებების მხარდამჭერი და ემიჯნება რადიკალურ მოწოდებებსა და ისეთ ქმედებებს, რამაც შეიძლება, დაპირისპირებას შეუწყოს ხელი.

არჩევნები იმიტომ ტარდება, რომ ხალხმა თავისი ნება ამ საშუალებით გამოხატოს.

ღმერთმა მშვიდობით აკურთხოს სრულიად საქართველო“, - ნათქვამია განცხადებაში.

 ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ მარიამ შენგელია ახალ კადრებს აქვეყნებს - „ღიმილის დედოფალი ხარ“

⭕„კონფლიქტებსა და კამათს შეიძლება სერიოზული შედეგი მოჰყვეს, მოერიდეთ დაძაბულ სიტუაციებს“ - 4 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

⭕„როცა მამაკაცი კარგავს სახლში პურის მოტანის უნარს, როცა ის ცხოვრობს ცოლის ხარჯზე, ჭამს მის შრომას და მის რესუსრსს, ის წყვეტს საყრდენად ყოფნას“  - ეზოტერიკოსი