
„სანამ მამაკაცი ჭამს ცოლის პურს (რესურსს, ფინანსებს) ის კარგავს საკუთარ საგვარეულოში ადგილს“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ეზოტერიკოსი და ტაროლოგი ნინო ლეჟავა წერს.
მისი თქმით, პური უძველესი საგვარეულო სიმბოლოა, რომელიც ყოველთვის იყო მამაკაცის შრომისა და სიამაყის ნიშანი.
„სანამ მამაკაცი ჭამს ცოლის პურს (რესურსს, ფინანსებს) ის კარგავს საკუთარ საგვარეულოში ადგილს.
პური
ეს უძველესი საგვარეულო სიმბოლოა. ის ყოველთვის იყო მამაკაცის შრომისა და სიამაყის ნიშანი: მიწის ხვნა, მარცვლის თესვა, საკუთარი პურის გამოცხობა, ოჯახის გამოკვება.
როცა მამაკაცი კარგავს სახლში პურის მოტანის უნარს, როცა ის ცხოვრობს ცოლის ხარჯზე, ჭამს მის შრომას და მის რესუსრსს. ის წყვეტს საყრდენად ყოფნას.
ასეთი მამაკაცი თვითონ ჭრის საკუთარ ფესვს: გენი აქცევს ზურგს, რადგან ხედავს მასში არა მფარველს, არამედ პარაზიტს.
ქალი, რომელიც ზრდასრულ მამაკაცს აჭმევს, (ქმარს, შვილს) საკუთარ თავში ატარებს არა მხოლოდ მის სუსტ მხარეს, არამედ მთლიანი საგვარეულო ხაზის ნეგატივს.
ის თავად ხდება მის ნაცვლად „მამაკაცი“ და მიმწოდებელი.
საგვარეულომ იცის: მამაკაცი, რომელიც იკვებება ქალის შრომით, ღალატობს არა მხოლოდ მას, არამედ საკუთარ წინაპრებსაც, რადგან პური მის ხელში უნდა იყოს მოპოვებული, და არა მხოლოდ მიღებული.
ჩვენი წინაპრები ამბობდნენ:
„კაცი, რომელიც ჭამს სხვის პურს, ის თხრის სიზარმაცის ორმოს საკუთარ თავისა და შვილებისთვის.“
ასეთი მამაკაცი სულით უნაყოფო ხდება, მისი ვაჟები იღებენ სუსტ სულს, ხოლო ქალიშვილები იმეორებენ დედების ბედს ხდებიან შრომის მძიმედ დამტარებელი ცხენები, რომლებიც ყველასთვის მუშაობენ.
მამაკაცს შეუძლია დაკარგოს სამსახური, ჯანმრთელობა, ფული, მაგრამ თუ ის ინარჩუნებს ნებისყოფას და ღირსებას, საგვარეულო მხარს დაუჭერს მას.
მაგრამ თუ ის საკუთარ ცხოვრებას გადააქვს ქალის მხრებზე და ჭამს მის პურს — ის კარგავს საკუთარ გვარს, ფესვებს და გენებს. წარმატებები“, - ვკითხულობთ გავრცელებულ პოსტში.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ექიმები მარწმუნებენ, უკეთ იქნებიო...“ - რას წერს გოჩა ტყეშელაშვილი
⭕„დახვეწილი და გემოვნებიანი“ - გელა ბარკალაიას რძლის ახალმა კადრებმა გამომწერები მონუსხა
⭕„შვილის ყოლა არის მშობლების სუფთა წყლის ეგოისტური აქტი...“ - რას წერს ლევან შელეგია