საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის კურთხევით, სიონში, ილია მეორის საფლავთან, მოსახსენებელი პანაშვიდები გრძელდება.
უწმინდესის ხსოვნისთვის პატივის მისაგებად არ წყდება ხალხის ნაკადი. საფლავთან ისევ გამაგრებითი სამუშაო მიმდინარეობს, რის გამოც მოქალაქეები ჯერჯერობით უშუალოდ საფლავთან შეხებას ვერ ახერხებენ.
ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
22 მარტს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სიონში ამბიონთან - წმინდა ნინოს ჯვარსა და ათონის ივერთა მონასტერში დაცული წმინდა ხატის ასლს შორის დაკრძალეს.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
ხშირად დასმული კითხვები - თუ წელს პასკის გამოცხობას აპირებთ, ეს აუცილებლად წაიკითხეთ