თბილისში, საქართველოს საპატრიარქოს ეზოში მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი შეიჭრა, რომელმაც დააზიანა შლაგბაუმი და საპატრიარქოს ჭიშკარი შეანგრია.
თვითმხილველების ცნობით, ავტომობილის მძღოლი გამოირჩეოდა აგრესიით და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს და უცენზურო სიტყვებს ყვიროდა.
მომხდარის სხვა დეტალები უცნობია.
„დაიჯესტი“ დამატებით დეტალებს შსს-ში არკვევს.
(ინფორმაცია განახლდება)





ფოტო: საინფორმაციო სააგენტო Newshub.ge