საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრების დღესთან დაკავშირებით მასმედიის საშუალებებისთვის განცხადებას ავრცელებს.
საპატრიარქოს ცნობით, 11 მაისს, სამების ტაძრის ეზოში დაშვებულ იქნებიან მხოლოდ აკრედიტებული ჟურნალისტები და მედიის წარმომადგენლები, მათთვის გამოყოფილი იქნება სპეციალური სივრცე.
„ახლოვდება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება, რომელიც შედგება ამა წლის 11 მაისს, 13:00 საათზე თბილისში, ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში.
ამ დღეს მასმედიის წარმომადგენლები ისარგებლებენ ისეთივე რეგულაციით, როგორიც კანონითაა განსაზღვრული სახელმწიფოს სხვადასხვა ინსტანციის ოფიციალურ ღონისძიებებზე.
ვთხოვთ მასმედიის წარმომადგენლებს, აკრედიტაციისთვის მიმართონ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
ტაძრის ეზოში დაშვებული იქნებიან მხოლოდ აკრედიტებული ჟურნალისტები და მედიის წარმომადგენლები, მათთვის გამოყოფილი იქნება სპეციალური სივრცე. ამასთან, აკრედიტებული ჟურნალისტებისთვის დამზადდება სახელობითი „ბეიჯები“.
დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: 595 809 005.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა - 2026 წლის 10 მაისი“, - აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „როგორ ესესხა ფული წმინდა გიორგის ჩემმა შვილმა?“ - რას ჰყვება ნინი შერმადინი
⭕ „გაქვთ შესაძლებლობა ძველისგან გათავისუფლებით“ - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი