ქართველი მომღერალი ნინი შერმადინი, რომელიც უკვე წლებია ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს და წარმატებულ მუსიკალურ კარიერას აგრძელებს, სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც შვილთან დაკავშირებით სახალისო ისტორიას იხსენებს.
მომღერალი ჰყვება, როგორ ესესხა ფული წმინდა გიორგის მისმა ქალიშვილმა მარიამმა:
„ერთი ასეთი ისტორია გამახსენდა, მარიამი არის პატარა და დამინახა, რომ ლაკის ჩექმები მეცვა. ყოველ დღე მეუბნებოდა, „ლაკის ჩექმები მინდაო“. შემოვიარეთ ყველაფერი, „ვაგზალი“, „ლილო“, რომ სამი წლის ბავშვის ზომა „ლაკის“ ჩექმა გვენახა. არ არის, არ ესმოდა. ბოლოს ვუთხარი, „ფული არ მაქვს-მეთქი“.
შერმადინებმა, მოაბრძანეს ჩვენი საგვარეულო ხატი, ვისაც რა გვქონდა შესაწირს ვაგროვებდით. ვეხმარებოდით ერთმანეთს, ვისაც გაუჭირდებოდა და ა.შ. ჩვენთანაც მოვიდნენ მოილოცეს და იმ სათვალის ყუთში ვაგროვებდით შესაწირს. თენდება დილა და მაღვიძებს დილით ჩემი შვილი, „გაიღვიძეო. ადექი ჩექმები-ვიყიდოთო“.
ვუპასუხე, „ხომ გითხარი, ფული არ მაქვს-მეთქი“.
„არა ბევრი ფული-მაქვსო“ - მოიტანა ეს ყუთი.
ვუთხარი, „შენი არ არის-მეთქი ეს წმინდა გიორგის ფულია-მეთქი“.
მეუბნება: „წმინდა გიორგის რომ ვუთხრათ არ გვასესხებსო? წამოდი ახლა ჩექმები ვიყიდოთ, შენ რომ გექნება დააბრუნეო“.
პრობლემა ფული არ იყო, მაგრამ ასე ესესხა ფული მარიამმა წმინდა გიორგის.
გუშინ გიორგობა იყო და გილოცავთ.
იმედია ცოტათი გაგაღიმეთ“, - ამბობს ნინი შერმადინი ვიდეოში.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „გაქვთ შესაძლებლობა ძველისგან გათავისუფლებით“ - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი
⭕„სულიერი ცხოვრების პროცესი არის ძალიან საინტერესო“ - რას ამბობს დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
⭕ „კარლ გუსტავ იუნგი: კოლექტიური არაცნობიერის ასტროლოგიური ანატომია“ - რას წერს რამაზ გიგაური