Digest Logo

საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა დასრულდა

1775225161
რელიგიური ორგანიზაცია

საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა დასრულდა, წმინდა სინოდის წევრები ეტაპობრივად ტოვებენ საპატრიარქოს შენობას.

ეს იყო სინოდის პირველი შეკრება ილია მეორეს დაკრძალვის შემდეგ, წმინდა სინოდის სხდომა საპატრიარქოში ექვს საათზე მეტხანს გაგრძელდა.

მეუფე ილარიონის განცხადებით, განიხილეს საორგანიზაციო საკითხები და გაფართოებული კრების დეტალები, რომელზედაც ახალი პატრიარქი უნდა აირჩიონ. მისივე განმარტებით, გაფართოებული კრება სამების საკათედრო ტაძარში ჩატარდება.

მეუფე შიოს მოწვევით ჩანიშნული სხდომის დაწყებამდე, სასულიერო პირებმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღასრულეს.