Digest Logo

„საპატრულო პოლიციამ არაერთი ავტომანქანა დააჯარიმა ან ჩამოართვა, რომელსაც არასრულწლოვანი მართავდა და წესებს არღვევდა „გონკაობით“ - დათო ლიკლიკაძის საჯარო მადლობა ქუთაისის საპატრულო ეკიპაჟს

1684650727
დათო ლიკლიკაძე

ჟურნალისტი - დათო ლიკლიკაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ბოლო ზართან დაკავშირებით დარღვევებზე ქუთაისის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს, გაწეული რეაგირებისთვის მადლობას უხდის.

„გუშინ უამრავი მანქანა ვნახე, რომელსაც სკოლა დამთავრებული ახალგაზრდები მიაგელვებდნენ ქუთაისის ქუჩებში.

გუშინ ქუთაისის ცენტრში საპატრულო პოლიციამ არაერთი ავტომანქანა გააჩერა, დააჯარიმა ან ჩამოართვა, რომელსაც ან არასრულწლოვანი მართავდა, ან წესებს არღვევდა "გონკაობით".

გუშინ საბედნიეროდ არცერთი ცუდი შემთხვევა არ მომხდარა (ბოლო წლებისგან განსხვავებით).

ამ ამბებს პირდაპირ მივაწერ საპატრულო პოლიციის გუშინდელ მუხლჩაუხრელ შრომას.

მადლობა ქუთაისის საპატრულო პოლიციას, წესრიგისა და ახალგაზრდობის უსაფრთხოების სადარაჯოზე.

ვიცი ეს რის ფასად გიჯდებოდათ.

ვხედავდი ერთი "ჯიგარი" ახალგაზრდა ქალბატონი (სავარაუდოდ მასწავლებელი), როგორ გეკაჩავებოდათ-"რა იყო, სკოლის მოსწავლე არასოდეს ყოფილხარ?"...

ასეთ "ჯიგარ" მასწავლებლებზე ცალკე დავწერ მოგვიანებით“,- წერს ლიკლიკაძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵„ზღვა დააშრო“ - ნეკა დოროყაშვილი მალდივებიდან თამამ ფოტოებს აქვეყნებს

🔵 ნეკა დოროყაშვილმა იმიჯი შეიცვალა - „ახალი გოგო, ახალი ცხოვრება, ახალი კონტრაქტები“

🔵 „არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ავტობანის გვერდულა ხაზზე დგომა, არავისთვის და არასდროს, არც პოლიციისთვის“ - თამაზ ლომიძე