Digest Logo

„არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ავტობანის გვერდულა ხაზზე დგომა, არავისთვის და არასდროს, არც პოლიციისთვის“ - თამაზ ლომიძე

1684478708
თამაზ ლომიძე

სასულიერო პირი თამაზ ლომიძე გორი-ქარელის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაღუპული პოლიციელების ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ ავტობანზე გვერდულა ხაზზე დგომა სასიცოცხლოდ საშიშია და ეს ყველამ უნდა გაითვალისწინოს, მათ შორის პატრულმაც.

„არ ვიცი, იქნებ ვინმე მაღალი თანამდებობის პირმა, პოლიციის მაღალჩინოსანმა ან პარლამენტარმა წაიკითხოს ეს და მოახერხოს კანონის ცვლილება.

გუშინ ავტობანის გორი-ქარელის მონაკვეთზე ორი პოლიციელი ყოფილა გვერდულა ხაზზე გაჩერებული და ნასვამ მდგომარეობაში მყოფი, ავტობანზე მოძრავი მძღოლი შეეჯახა ისეთი ძალით, რომ ორივე პოლიციელი ადგილზე გარდაიცვალა. ამიტომ, გაიგეთ ხალხო, გაიგეთ, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ავტობანის გვერდულა ხაზზე დგომა, არავისთვის და არასდროს, არც პოლიციისთვის. ეს სასიკვდილოდ საშიშია და კატეგორიულადაა აკრძალული. გერმანია ხომ ავტობანების ქვეყანაა და იქნებ ვისწავლოთ მათგან უსაფრთხოების ნორმების დაცვა. გერმანიის ავტობანებზე აბსოლუტურად დაუშვებელია და კანონითაა აკრძალული გვერდულა ხაზზე გაჩერება. რომც მოხდეს და გაგიფუჭდეს მანქანა, იმწამს, სასწრაფოდ უნდა გადმოხვიდე მანქანიდან, გადახვიდე დამცავი რელსის მიღმა და იქ, მოშორებით დაელოდო დახმარებას. გაოგნებული ვუყურებ ხოლმე საქართველოში ავტობანის გვერდულა ხაზზე გაჩერებულ მანქანებს, ზოგი სიგარეტს ეწევა, ზოგი ჭამს, ზოგი ისვენებს და ამ დროს სიკვდილი მათგან სულ რაღაც 1 მეტრში დაჰქრის დიდი სიჩქარით.

საკმარისია პატარა უზუსტობა, სიმთვრალე ან შეცდომა და უბედურება გარდუვალია. არ შეიძლება ასეთი დაუფიქრებლობის გამო ადამიანების სიცოცხლის განადგურება! სასწრაფოდ აკრძალეთ ავტობანის გვერდულა ხაზზე გაჩერება! ნუ ეთამაშებით სიკვდილს!“ - წერს თამაზ ლომიძე.

ცნობისთვის, 17 მაისს ქარელში მომხდარ ავტოავარიას საპატრულო პოლიციის ორი თანამშრომელი ემსხვერპლა. 

შსს-ს ცნობით, ავტოავარია გამოიწვია არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა პირმა, რომელიც დიდი სიჩქარით მოძრაობისას საავტომობილო გზის პირას მდგომ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს დაეჯახა, რის შედეგადაც პოლიციის ორი თანამშრომელი: ომარ ქარელი და ვანო ბასანიძე ადგილზე გარდაიცვალნენ.

მძღოლი, რომელიც პატრულის მანქანას დაეჯახა, დაკავებულია.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-9 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵ვის რას მოუტანს 19 მაისის ახალმთვარეობა

🔵„აბა მამაკაცებო, რაღად გინდათ ცოლი, მისი ტვინის ჭამა, მისგან სალონის, ბოტოქს/ფილერების შმოტკების, რესტორნების ფულების თხოვა“ - თამარ ივერი

🔵„დღეს ახალმთვარეობაა - მოერიდეთ ფულის გასესხება-სესხებას“ - მიხეილ ცაგარელი