Digest Logo

🎥 ვინ მიიღებს მოულოდნელ საჩუქარს და ვის მხარეს იტრიალებს ფორტუნა? - 19 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის

1718790578
ნინა სუსლოვა

„დღევანდელი დღე საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან ხვალ მზებუდობა გვაქვს. ეს დღე უნდა გამოვიყენოთ მოსამზადებლად, დავასრულოთ ყველა ის საქმე, რომელიც ადრე დავიწყეთ, სისრულეში მოვიყვანოთ ყველაფერი, რისი მოყვანაც გვსურდა, გავთავისუფლდეთ ყველაფრისგან“, - ამის შესახებ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ეზოტერიკოს ნინა სუსლოვამ განაცხადა.

  19 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის👇

ვერძი - თუ რაიმე მნიშვნელოვანი საქმე გაქვთ გასაკეთებელი, მიუდექით სერიოზულად. უმნიშვნელო საკითხებსაც კი დღეს ყურადღება უნდა მიაქციოთ. ნებისმიერი დაპირება, რომელიც გაქვთ გაცემული, აუცილებლად შეასრულეთ.

♉ კურო - საკმაოდ წარმატებული დღე გელოდებათ, მარტივად მოახერხებთ შთაბეჭდილებები შეუქმნათ ადამიანებს. საქმეები უმჯობესია დღის პირველ ნახევარში მოაგვაროთ, მეორე ნახევარი კი უმჯობესია დაიტოვოთ დასვენებისთვის.

♊ ტყუპები - დღის დასაწყისში შესაძლოა ფიქრობდეთ, რომ ყველაფერი შეგიძლიათ და მარტივად გამოგივათ. ეცადეთ, თქვენი შესაძლებლობები სწორად შეაფასოთ. არ არის სასურველი ახალი ვალდებულებების აღება. 

♋ კირჩხიბი - გჭირდებათ განმარტოვება და ეს დღე ამისთვის იდეალურია, რომ გადააფასოთ ის მოვლენები, რაც თქვენს ირგვლივ ხდება. აღიდგინოთ ძალა, ენერგია. თუ მაინც მოგიწევთ ადამიანებთან ხშირი კონტაქტი, ამ შემთხვევაში მაქსიმალური ყურადღება მიაქციეთ თქვენს ვიზუალურ მხარეს. 

♌ ლომი - როგორც ყოველთვის ამბიციურები ხართ. იმ შემართებას არ კარგავთ, რომელიც გჭირდებათ საქმის შესასრულებლად. დღეს ეს განსაკუთრებით გამოგადგებათ, რადგან უმჯობესია დამოუკიდებლად იმოქმედოთ. გამოიყენეთ ის მითითებები და მოვლენები, რომელიც თქვენი საქმის შესრულებაში დაგეხმარებათ. 

♍ ქალწული - ეს დღე მოულოდნელობებით იქნება სავსე. შესაძლოა დაუგეგმავი შეხვედრები მოგიწიოთ. მოხდება ისეთი რაღაცეები, რასაც არ ელოდით და ვერც წარმოიდგენდით. ეცადეთ ყველაფერს სხვა თვალით შეხედოთ, რაც თქვენს ირგვლივ ხდება. გქონდეთ საკუთარი თავის იმედი.

♎ სასწორი - ეცადეთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე. ნერვიულობამ შეიძლება ხელი შეგიშალოთ, რასაც ნამდვილად ინანებთ. ეცადეთ იყოთ მაქსიმალურები, არ მიაქციოთ ყურადღება წვრილმანებს, კონფლიქტებს, რომლებიც დღეს მოხდება. დღის მეორე ნახევარში ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება. 

♏ მორიელი - ეს დღე საკმაოდ პროდუქტიულია, როგორც საქმიანი, ისე პირადი კუთხით. შეგიძლიათ იმოქმედოთ, გადადგათ ნაბიჯები. გარდა ამისა, ენდეთ საკუთარ ინტუიციას. გაგიმარტივდებათ სხვებზე შთაბეჭდილებების მოხდენა. ასე, რომ თუ რაიმე მნიშვნელოვანი საქმეები გაქვთ შესასრულებელი, მაგ მიმართულებითაც შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს დღე.

♐ მშვილდოსანი - წარმატებული დღე გელოდებათ, იქნებით განსაკუთრებით პოზიტიურები. მიმართეთ თქვენი ენერგია იმისკენ, რისი გაკეთებაც გინდათ. მუხტი მიმართეთ იმისკენ, რაც გინდათ, რომ მოხდეს თქვენს ცხოვრებაში.

♑ თხის რქა - დღევანდელი დღე საკმაოდ დატვირთული იქნება. შესაძლოა ბევრი საქმე გქონდეთ გასაკეთებელი და ყურადღების კონცენტრაციას ვერ ახერხებდეთ. გჭირდებათ მაქსიმალური ყურადღება, რომ რაღაც არ გამოგეპაროთ. დღის მეორე მახევარი გახდება უფრო ჰარმონიული. შესაძლოა მოულოდნელი საჩუქარი მიიღოთ. 

♒ მერწყული - წარმატების მისაღწევად დღეს მეტი მოხერხებულობა დაგჭირდებათ. უნდა იმუშაოთ, იმოქმედოთ, გჭირდებათ იმპროვიზაცია, რომ სიტუაცია თქვენს სასიკეთოდ შემოატრიალოთ და მიიღოთ ის, რისი მიღებაც გსურდათ. 

♓ თევზები - დღეს განსაკუთრებულად აქტიურები იქნებით. გაუგებთ იმას, ვისი გაგებაც აქამდე გიჭირდათ. თუ რამე ურთიერთობა გქონდათ დასალაგებელი, ან ახალი კონტაქტი გჭირდებათ, ამისთვის იდეალური დღეა, რადგან მაქსიმალურად გაგიმარტივდებათ ადამიანებთან ურთიერთობების ჩამოყალიბება.

ასევე დაგაინტერესებთ:  

„გლობალური პოლიტიკა, კლიმატის ცვლილების საფუძვლები და ნოტრდამის რესტავრაცია რომ ისწავლეთ, საფეხბურთო აკადემიაც იმავე შენობაში დაამთავრეთ? თუ ეგ შენობა გზის იქით მხარეს იდგა?“ - ვის მიმართავს მარიკა ბაკურაძე

„გუშინდელ თამაშს ჰქონდა სახელი: თავდადება და უიღბლობა“ - დათო გორგილაძე

„პურს აცხობდა სახლში, 30 მარკა რომ დაეზოგათ... მაინც შიშით და ყვირილით ეღვიძებათ ადამიანებს“ - ამონარიდი წიგნიდან, რომელიც ილია თოფურიას დედაზე იწერება