Digest Logo

საქართველო-ჩეხეთის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად გიორგი ჩაკვეტაძე დასახელდა

1725732958
გიორგი ცაკვეტაძე

საქართველო-ჩეხეთის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად გიორგი ჩაკვეტაძე დასახელდა.

ერთა ლიგის B დივიზიონის პირველ ტურში საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ჩეხეთს დაუპირისპირდა და დამაჯერებლად, 4:1 ანგარიშით მოიგო.

გოლების ავტორები: ხვიჩა კვარაცხელიამ 11-მეტრიანი პენალტი თავად მოიპოვა და სრული სიზუსტით შეასრულა. მეორე გოლი გიორგი ჩაკვეტაძემ, შემდეგ მესამე გიორგი მიქაუტაძემ და რამდენიმე წუთში ქოჩორაშვილმა შესანიშნავი თავურით მეოთხე გოლი გაიტანა.

თამაში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საღამოს 8:00 საათზე დაიწყო. შემდეგი მატჩი ქართველებს ალბანეთთან 11 სექტემბერს ექნებათ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕საქართველომ ჩეხეთი ანგარიშით 4:1 დაამარცხა

⭕საქართველო-ჩეხეთის მატჩის დაწყებამდე, ევროპის ჩემპიონატის თანაბომბარდირმა გიორგი მიქაუტაძემ კუთვნილი ჯილდო მიიღო

⭕ჩეხეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობა ცნობილია