Digest Logo

„საქართველო ყველგან გულით დამაქვს...“ - გაიცანით, ქართველი მოდელი, რომელიც Miss Grand International 2025-ის ტიტულისთვის იბრძვის

1758885677
თეონა კბილაშვილი

Miss Grand International 2025-ზე საქართველოს, თეონა კბილაშვილი წარადგენს, რომელიც რამდენიმე წელია ამერიკაში მოღვაწეობს.

როგორც მოდელი ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნავს, მისი სავიზიტო ბარათი ყველგან საქართველოა და სურვილი აქვს სამშობლოს კულტურა მსოფლიოს გააცნოს:

„საქართველო ყველგან გულით დამაქვს, ახლა კი, როცა Miss Grand International-ის სცენაზე გავდივარ, შემიძლია ჩემი ქვეყნის სული და კულტურა მთელ სამყაროს გავუზიარო“, - ამბობს თეონა კბილაშვილი.

მისი პლატფორმა, როგორც Miss Grand Georgia 2025, დაფუძნებულია გაძლიერებაზე, თავდაჯერებულობაზე და კულტურულ სიამაყეზე. თეონას სჯერა სტერეოტიპების დამსხვრევის, განსაკუთრებით იმ ქალებისთვის, რომლებიც პატარა ქვეყნებიდან მოდიან და ხშირად ნაკლებ შესაძლებლობას იღებენ მსოფლიო მასშტაბით.

„სილამაზის კონკურსი ჩემთვის მხოლოდ კონკურსი არ არის. ეს არის ამბის მოყოლა. ეს არის შენი კულტურის, შენი სირთულეებისა და შენი ხედვის გაჟღერება სცენიდან. მინდა, რომ ყველა გოგონამ საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ დაინახოს, რომ საზღვრები არ არსებობს.

ვმოგზაურობ მსოფლიოს ქვეყნებში შოუების მიხედვით. დუბაიში დამაჯილდოვეს. იაპონიაში მიწვევით მასტერკლასები ჩავატარე და ასევე გავხდი კონკურსის ამბასადორი სადაც ახალგაზრდებს სამოდელო საქმიანობის დაწყებაში ვეხმარებით. ასევე ვარ ბრენდების ამბასადორი ნიუ იორკში.

წელს მის გრანდ ამერიკაზე ნიუ-იორკის წარმომადგენელი ვიყავი რის ტიტულსაც ვფლობ. უკვე ინტერნაციონალურ კონკურსზე საქართველოს წარვადგენ“, - აღნიშნა მოდელმა.

ცნობისთვის, კონკურსში ქართველი მოდელისთვის მხარდაჭერა ყველა მსურველს შეუძლია. ამისათვის კი უნდა გადახვიდეთ მოცემულ ბმულზე და უნდა დაწეროთ კომენტარები. თოთო პროფილიდან 10-მდე კომენტარის დაწერა არის შესაძლებელი. თითოეული მოწონება, კომენტარი და გაზიარება არის ქულა, რომელიც თეონა კბილაშვილს 20 რჩეულში მოსახვედრად დაეხმარება.

მოდელი აღნიშნავს, რომ კომენტარები ქართულად და ინგლისურად უნდა დაიწეროს:

„1000+ კომენტარი იქნება საჭირო მათ ოფიციალურ პოსტებზე, რომლებიც მათივე გვერდზე განთავსდება. 

ასეთი პოსტი მათთან, დაახლოებით 7-8 დაიდება. კომენტარები უნდა მოიცავდეს გულის ემოჯებს, ქართულად და ინგლისურად ორივე ენაზე ტექსტებს“, - აღნიშნა თეონა კბილაშვილმა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „საჭიროებენ ყველაფრის ახსნას...“ - რას წერს ქეთი ოდიშელი სასწორის ნიშნის ქვეშ დაბადებულ ბავშვებზე

🎥 შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტრეფიკინგის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

⭕„ცხოვრებაც და მთელი მოღვაწეობაც ნამდვილი ტანჯვა იყო...“ - გიორგი ლობჯანიძე წმინდა ქეთევანზე