
ასტროლოგი ქეთი ოდიშელი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს მნიშვნელოვან ინფორმაციას ასტროლოგიურ მოვლენებზე და საზოგადოებას საჭირო რჩევებს უზიარებს.
ამჯერად იგი ახალ სტატუსს აქვეყნებს, სადაც სასწორის ნიშნის ქვეშ დაბადებულ ბავშვებზე წერს:
„სასწორის ზოდიაქოს ნიშნის გამოხატული გავლენით, ბავშვებს აქვთ ერთი თავისებურება, ლამაზად გაფორმებული საჭმელი შეიძლება არ მიირთვან, ან ორი სახის საკვებს თუ დაუდებთ, შეიძლება იქამდე „იზოზინონ“, სანამ თქვენ მოთმინების ფიალა არ აგევსებათ.
მიზეზი ხშირად შეიძლება იყოს, ის რომ სასწორის ფსიქოტიპის მქონე ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ესთეტური ღირებულება, ამიტომ ლამაზად გაფორმებული საკვები სილამაზისა და ჰარმონიის დარღვევა არ უნდათ
ან შეიძლება გაუჭირდეთ არჩევანის გაკეთება, რომლით დაიწყონ ვერ ხვდებიან და საბოლოოდ ეს დისკომფორტი მიიყვანთ იქამდე, რომ საერთოდ მიატოვებენ მაგიდას.
ისინი ძალიან ცნობისმოყვარეები არიან და საჭიროებენ ყველაფრის ახსნას, რა მიირთვან ჯერ? რამდენი? რატომ? და ა.შ.
ასევე ტიპური სასწორის ფსიქოტიპის ბავშვები ცნობისმოყვარეობასთან ერთად ძალიან სენსიტიურებიც არიან, თუ ისინი სადმე შეესწრნენ კამათს, კონფლიქტს, ჩხუბს, დღის ბოლოს, შესაძლოა სიცხემ აუწიოთ და ამ დროს არც გაციება არც, ვირუსები არაფერ შუაშია“, - წერს ქეთი ოდიშელი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტრეფიკინგის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
⭕„ცხოვრებაც და მთელი მოღვაწეობაც ნამდვილი ტანჯვა იყო...“ - გიორგი ლობჯანიძე წმინდა ქეთევანზე