
საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, საქართველოს დამსახურებული ბიბლიოთეკარი თინათინ ლომჯარია გარდაიცვალა.
სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ადმინისტრაცია ავრცელებს:
„საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, საბიბლიოთეკო საბჭოს წევრი, სტანდარტიზაციისა და კატალოგიზაციის საქმის ხელმძღვანელი, საქართველოს ყოფილი წიგნის პალატის ფონდების კატალოგიზაციის ხელმძღვანელი, ჟურნალისა და გაზეთის მატიანეების შემდგენელი და მთავარი რედაქტორი, საქართველოს დამსახურებული ბიბლიოთეკარი თინათინ ლომჯარია.
პანაშვიდი 1-ელ და 2 ოქტომბერს 16:00 საათზე.
დაკრძალვა 3 ოქტომბერს 14:00 საათზე.
მისამართი: აღმაშენებლის გამზირი 2/8, მე-3 სართული“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„მიწავ, მაჩუქე შენი ძალა, ცაო, მაჩუქე შენი სიბრძნე“ - რიტუალი, რომელიც 1-ელ ოქტომბერს უნდა ჩაატაროთ
⭕გიორგი მამარდაშვილი 31-ე ქართველია ჩემპიონთა ლიგაზე
⭕ „საოცარ ფორმაში ხარ ასაკის კვალობაზე“ - როგორ აღნიშნა კრისტი ყიფშიძემ 48 წლის იუბილე