Digest Logo

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ბაჰრეინი დაამარცხა

1780682520
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმ

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ივნისის სანაკრებო პაუზაზე მეორე ამხანაგური მატჩი ბაჰრეინთან გამართა და მეტოქე 2:0 დაამარცხა.

პირველმა ნახევარმა გულშემატკივრების იმედები ვერ  გაამართლა. ბაჰრეინი თავს ორგანიზებულად იცავდა – განსაკუთრებულ ყურადღებას ხვიჩა კვარაცხელიას აქცევდნენ და ეპიზოდურად ბურთსაც აკონტროლებდნენ. „ჯვაროსნებს“ კი მეტოქის საჯარიმოში შესვლა და მომენტების შექმნა უჭირდათ, გოლის გატანა ვერ მოახერხეს და პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.

52-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა მეტოქის დაცვაში ბზარი მაინც მონახა და ეს სწრაფი შეტევისა და ბურთის გათამაშების შედეგად შეძლო – მარჯვენა ფლანგიდან ოთარ კიტეიშვილის ჩაწოდებული ბურთი ლუკა ლოჩოშვილმა ერთი შეხებით კარში გადაგზავნა და „ჯვაროსნები“ დააწინაურა – 1:0.

75-ე წუთზე ქართველმა ფეხბურთელებმა პენალტი მოიპოვეს. გიორგი კვერნაძე მაღალ სისწრაფეზე მცველს გაექცა და საჯარიმოში წააქციეს, თერთმეტმეტრიანი დარტყმა გუნდის კაპიტანმა და ლიდერმა ხვიჩა კვარაცხელიამ უნაკლოდ შეასრულა – 2:0.

დარჩენილ დროში საქართველოს ნაკრებმა დიდი ძალებით შეუტია, რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნა, მაგრამ მეტი გოლის გატანა ვეღარ მოახერხა და ივნისის სანაკრებო პაუზა მოგებით დაასრულა.

მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები ერთა ლიგაზე გამართავს – 25 სექტემბერს „ჯვაროსნები“ თბილისში ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებს უმასპინძლებენ.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ ხვიჩა კვარაცხელიას პენალტი და საქართველოს ნაკრები 2:0-ს იგებს

🎥 ლუკა ლოჩოშვილის აუღებელი დარტყმით საქართველოს ნაკრები ბაჰრეინთან დაწინაურდა

⭕ „საოცრად თბილი, კეთილი და ბრძენი ადამიანია!“ - ნოე სულაბერიძე ოჯახთან და საქართველოს პატრიარქთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს

წყარო: 1tv.ge