Digest Logo

🎥 საქართველოს ერთადერთი კუთხე, სადაც ლოკოკინებზე ნადირობენ - როგორია დამზადების ტრადიციული, მესხური რეცეპტი

1738521057
ლოკოკინებზე ნადირობა

მესხეთში, ფერდობებზე შეფენილ ხალხს ხშირად შეხვდებით, განსაკუთრებით კი იქ, სადაც მზე კარგად ათბობს. სწორედ ასეთ ადგილებში, ეკლიანი ბუჩქების ძირში, იზამთრებენ ლოკოკინები და ეს ხალხიც ოხერას ნასოფლარის გორაკებზე მათ შესაგროვებლად დადის.

ნებისმიერი კუთხის სამზარეულო ყოველთვის მორგებულია ადგილის თავისებურებებსა და ტრადიციებზე. ლოკოკინაც, საუკუნეების განმავლობაში, მესხური სამზარეულოს ერთ-ერთი დელიკატესი გახდა.

ის, რომ ლოკოკინას მოსიარულე აფთიაქს უწოდებენ, შემთხვევითა არაა. არ შეიცავს არანაირ მავნე ნივთიერებას, სავსეა ცილებით და ვიტამინებით. ყველაფერს ის განაპირობებს, რომ ლოკოკინა მხოლოდ ბალახით და გარკვეული მცენარეებით იკვებება და ზამთრის პერიოდშიც ნიადაგიდან მხოლოდ სასარგებლო ელემენტებს იღებს. სწორედ ცივ სეზონზე, მათი გემოც ბევრად უკეთესია.

ამ დელიკატესისადმი ერთ-ერთი სკეპტიკურად განწყობილი ადამიანი იყო ბორის თოდუაც, რომელსაც 1991 წელს აფხაზეთის დატოვება მოუწია და საცხოვრებლად მესხეთში გადავიდა. თავიდან ლოკოკინა ჭამას ერიდებოდა, თუმცა ბოლოს მაინც გასინჯა.

ცხოვრობს წყნარად, მშვიდად, ისე, როგორც პატარა სოფელში ფერმერები ცხოვრობენ. ჰყავს ფრინველიც, ცხოველებიც და როდესაც საქონელი საძოვრებზე გაჰყავს, ინსტინქტურად, მაინც ლოკოკინების ძებნას იწყებს.

რა თქმა უნდა, ლოკოკინას დამზადებას თავის წესი აქვს. ტრადიციული, მარტივი დამზადების რეცეპტი რესტორატორებმა გაამრავალფეროვნეს, გარკვეული ინგრედიენტები დაუმატეს, რამაც ეს კერძი კიდევ უფრო გემრიელი გახადა.

რესტორნებისგან განსხვავებით, სახლის პირობებში ლოკოკინა ბევრად უფრო მარტივად მზადდება. მთავარია, კარგად გაირეცხოს და 15-20 წუთი იდუღოს.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 12 წლის უსინათლო გოგოს მამინაცვალი აუპატიურებდა, ხოლო დედა დანაშაულს ხელს აფარებდა - შემზარავი დანაშაულის დეტალები

„ბრძოლის კვირა“ - ალექსანდრე თოფურია სიდნეიდან ფოტოებს გვიზიარებს

⭕მეუფე შიო - „უფალი ყოველთვის მიდის იმასთან, ვინც უფალთან შეხვედრას ეძებს... თუ დავიცავთ მის მცნებებს, შევუდგებით მას და გავხდებით მისი მოწაფეები, მაშინ ვიხილავთ უფალს“