საქართველოს ფუტსალის ნაკრები რიგაში ჩავიდა და ევროპის ჩემპიონატისთვის პირველი ვარჯიში ჩააატარა. დღეს გუნდის მთავარი მწვრთნელი ავთანდილ ასათიანი კონტინენტის პირველობისთვის საბოლოო 14-კაციან შემადგენლობას დაასახელებს.
ქართველი ფეხბურთელები ტურნირს 21 იანვარს მასპინძელ ლატვიის გუნდთან შეხვედრით დაიწყებენ, რომელიც თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „სიყვარულის დრო მოდის...“ - მიმდინარე კვირის ასტროპროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან