საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველი ნახევარი ესპანეთთან საშინაო მატჩით დაასრულა. შეხვედრა ქომაგებით სავსე ქორქია-ჯორჯიკიას სახელობის არენაზე გაიმართა, ძალიან, ძალიან დაძაბული გამოდგა, და ქართველებუის გამარჯვებით დასრულდა – 91:89.
ესპანეთის მაღალი კლასის შესახებ ყველას კარგად მოეხსენება, ამას დავუმატოთ მაქსიმალური მობილიზება. მათ ხომ კარგად მოეხსენებოდათ, რომ ჯგუფიდან ქულების მაქსიმუმით გასვლა მსოფლიო ჩემპიონატთან ძალიან მიაახლოვებდა. მომდევნო ჯგუფურ ეტაპზე გუნდებს ქულები გადაჰყვებათ.
ცხადია, კიდევ უფრო ფასეული იყო ამ მატჩის მოგება საქართველოსთვის – თორნიკე შენგელიას წინამძღოლობით გუნდმა მართლაც ბოლომდე იბრძოლა. პირველ მეოთხედში 14:32 ჩამორჩა, მეორე პერიოდში ესპანელები 22 ქულითაც დაწინაურდნენ, თუმცა მატჩის დასრულებამდე 2:27 წუთით ადრე თორნიკე შენგელიამ სხვაობა 3 ქულამდე შეამცირა 76:79. მარკიზ რიდმა კი წუთით ადრე სამიანით ანგარიში გაათანაბრა – 81:81. 23 წამით ადრე კი შეუჩერებელმა თორნიკე შენგელიამ საქართველო პირველად დააწინაურა – 83:81. ბოლო წამებზე ჰაიმე პრადილამ ფარქვეშიდან ორქულიანი ჩააგდო და მატჩი ოვერტაიმში გადავიდა.
ოვერტაიმში ესპანეთი ხუთი ქულით დაწინაურდა, თუმცა კვლავ შენგელია და 89:88 (დასრულებამდე 1:33 წუთით ადრე). ამ ჩაგდებით შენგელია 37 ქულამდე ავიდა, რაც ოფიციალურ მატჩებში საქართველოს ნაკრების რეკორდია. მანამდე 36-36 ქულა ზაზა ფაჩულიასა და მაიკლ დიქსონს ჰქონდათ ჩაგდებული.
ოვერტაიმის დასრულებამდე 19 წამი რჩებოდა, მარკის რიდმა საქართველო კიდევ ერთხელ დააწინაურა – 91:89.
ასე და ამგვარად, „ჯვაროსნები“ მომდევნო ეტაპზე 2 მოგებითა და 4 წაგებით გადავიდნენ. 4 მოგება და 2 წაგება აქვს უკრაინას, ხოლო ესპანეთს ხუთი მოგება აქვს. დანია 0 მოგებით მომდევნო ეტაპზე ვეღარ ითამაშებს.
ჩვენი ჯგუფის ტოპ-ტრიო B ჯგუფის (საბერძნეთი, მონტენეგრო, პორტუგალია, რუმინეთი) სამეულს დაუპირისპირდება, სადაც გამსვლელები ჯერ არ გამოვლენილან. მეორე ჯგუფური ეტაპის მატჩები აგვისტოში, ნოემბერსა და თებერვალში გაიმართება.
⭕ ასევე დაგაინტერესეთ:
⭕„ნუ ენდობით ადამიანებს, რომლებიც მყისიერ გამდიდრებას გპირდებიან“ - 5 ივლისის ტაროლოგიური პროგნოზი
⭕ვინ მიაღწევს წარმოუდგენელ სიმაღლეებს ივლისში - ასტროლოგები ასახელებენ
⭕რა არის სასიკეთო და რისგან სჯობს თავის შეკავება? - 5 ივლისის მეტაფიზიკური პროგნოზი
წყარო: 1tv.ge