![საბა სტრატილატი საბა სტრატილატი](https://digest.ge/uploads/files/2024/05/07/53287/saba-stratilati_w_h.jpeg)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 7 მაისს მოწამე საბა სტრატილატის და მისთანა 70 მხედრის, მოწამეების: პასიკრატეს და ვალენტინეს, ევსევის, ნეონის, ლეონტის, ლონგინოზის, ღირსი თომა სალოსის, ღირსი ელისაბედ სასწაულთმოქმედის ხსენების დღეს აღნიშნავს.
საბა სტრატილატი და მასთან 70 მხედარი (+272). წმინდა მოწამე საბა „გუთთა“ ტომიდან იყო. სიმამაცისთვის მას სტრატილატის მაღალი წოდება უბოძეს. ის იმპერატორ ავრელიანეს (270-275) კარზე მსახურობდა.
საბა სიყრმითგან ქრისტიანი იყო და გულმოდგინედ იცავდა ქრისტეს მცნებებს, ეხმარებოდა გაჭირვებულებს, ნახულობდა საპყრობილეში მყოფ ქრისტიანებს. წმინდა და კეთილისმყოფელი ცხოვრებისათვის წმინდანმა უფლისგან სასწაულთა ქმედების ნიჭი მიიღო.
როცა იმპერატორმა გაიგო წმინდა საბას აღმსარებლობა, მოსთხოვა, განდგომოდა ქრისტეს. მოწამემ მოიხსნა მეომრის ქამარი და მტკიცე უარი განაცხადა. წმინდანი სასტიკად აწამეს, მაგრამ უვნებლად გადარჩა.
მისი წამების მხილველი 70 მხედარი ქრისტეს სჯულზე მოექცა, რისთვისაც ისინი მაშინვე სიკვდილით დასაჯეს.
წმინდა საბა საპყრობილეში ჩააგდეს. მეორე დილით, ახალი წამების შემდეგ წმინდანი მდინარეში დაახრჩვეს (272).
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „ქრისტე აღდგა“ – ბავშვთა გუნდის „შავნაბადას“ შესრულება
⭕ რა სარგებლობა მოაქვს პასკას - გიორგი ღოღობერიძე ტკბილეულის დადებით მხარეზე საუბრობს