Digest Logo

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სვიმონ კანანელის ხსენების დღეს, აფხაზეთობას აღნიშნავს

1779521160
შიო III პატრიარქი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სვიმონ კანანელის ხსენების დღეს, აფხაზეთობას აღნიშნავს.

სამების საკათედრო ტაძარში ლიტურგია მიმდინარეობს, მოგვიანებით კი, კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე პარაკლისს აღავლენს.

ძველი ქართველი და უცხოელი მემატიანეების ცნობით, სვიმონ კანანელმა, ანდრია მოციქულთან ერთად პირველმა იქადაგა ქრისტიანობა სამხრეთ და დასავლეთ საქართველოში, მათ შორის აფხაზეთშიც და მისი მოწამებრივი აღსასრულის შემდეგ, მოგვიანებით, აფხაზეთში, ახალ ათონში, მოციქულის სახელზე მცირე ეკლესია ააგეს.

„აფხაზეთის დღე“ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ინიციატივით, 2014 წლიდან ყოველ წელს აღინიშნება.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ადამიანი ის არის, რასაც ირჩევს“ - რას წერს გია მურღულია

⭕როგორ გავააქტიუროთ 23 მაისის ენერგია? - თამუნა იოსელიანის რჩევები

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 23 მაისს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით