ვედური ასტროლოგი კატო მაყაშვილი ქართველი მებრძოლის საბა ლაზიშვილის ასტროლოგიურ რუკას აქვეყნებს.
როგორც ასტროლოგი აღნიშნავს, სპორტსმენის რუკაში სრულად აისახა მისი უძლიერესი მებრძოლი ხასიათი და ის გამოწვევები, რომლებმაც საბოლოოდ იგი გამარჯვებამდე მიიყვანა.
„ახლა ისეთ სიტუტუცეს ვაკეთებ, ცხოვრებაში რომ არასდროს გამიკეთებია ჯერ. მაგრამ მე უკვე ვაპატიე ჩემ თავს და მივეცი ამ ერთხელ უფლება იმისთანა საოცარი რამ მოხდა ამ დღეებში.
აი საბას რუკაში, რომ არ ჩამეხედა არ იქნებოდა რა, ვერ გამიძლებდა გული და სული. იქ რაც დამხვდა კიდე ეს, რომ არ გამეზიარებინა ასევე ვერ გავძლებდი.
აქვე დავსძენ, რომ ამაზე არაეთიკური საქციელი არ არსებობს, როცა ადამიანის რუკაში მისი ნებართვის გარეშე იხედები და ამას მერე საჯაროდ ჰფენ.
მე მგონი არაფერს ახალს არ ვიტყვი იმიტომ, რომ ისედაც ყველაფერი ჩანს და ყველამ ყველაფერი დაინახა ამ ადამიანში, მაგრამ რუკაც რომ ამოწმებს ამ ყველაფერს ასტროლოგებისთვის ცალკე სიამოვნებაა ხოლმე.
ვედური ასტროლოგიური შეფასება:
საბა არის უკონკურენტო მებრძოლი!
მისი მეექვსე სახლი (კონკურენტების, ბრძოლის, მტრების) უძლიერესია!
რეალურად არ არსებობს მეტოქე, რომელსაც ის ვერ დაამარცხებს, რასაც ამ რამდენიმე დღეში მომხდარი მოვლენები ადასტურებს.
ჩემთვის ყველაზე საინტერესო მის რუკაში ის აღმოჩნდა, რომ გარდა მისი საოცარი მებრძოლის უნარებისა, ასევე ძალიან რბილი და ნატიფია, ერთგული და სიკეთის ადამიანი.
მისი სული დედამიწას მოევლინა იმისთვის, რომ მთელი მსოფლიოსთვის დაენახვებინა ძალის სიკეთისთვის და სწორი მოტივებისთვის გამოყენება.
საბას უზარმაზარი წარმატების გზა ელის და ასევე მის სიბრძნეს, გულს და ტექნიკას უამრავ ადამიანს გადასცემს მემკვიდრეობით.
სანამ რუკას ვნახავდი, ჩემთვის კიდევ ორი ძალიან მნიშვნელოვანი რამის დემონსტრაცია იყო ეს მოვლენა.
პირველი ის, რომ სამყარო ყველას აძლევს შანსს, მაგრამ ეს შანსი მაშინ მოდის, როდესაც შენ თვითონ ხარ მზად, რომ თავი გამოიჩინო და ეს შანსი შეგერგოს. შენი მზაობა და სამყაროს შანსი ერთად იძლევა იდეალურ შედეგებს.
საბა პირდაპირ ჩემპიონობისთვის იყო მზად და ზუსტად ეს შანსი დაეცა თავზე.
და მეორე, შანსი ხშირად პრობლემის სახელით მოდის, რომელსაც უამრავი ადამიანი თავს აარიდებდა, მაგრამ მხოლოდ ის გამოიყენებს, ვინც არ შეუშინდება პრობლემას და გამოაჩენს თავის შესაძლებლობებს.
საბას წარმატება პრობლემით დაიწყო, რომელსაც არ შეუშინდა და გმირულად გაუმკლავდა“, - წერს კატო მაყაშვილი.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕როგორ შევხვდეთ 2027 წელს, რომ სიმბოლურად მოვიზიდოთ კეთილდღეობა? - ნინა ხომერიკის რჩევები