ჩინეთის ქალაქ ჰაიკოუში დაიწყო საერთაშორისო საკალათბურთო შეჯიბრება – სოლიდარობის თასი. მასში საქართველოს კანდიდატთა ნაკრებიც მონაწილეობს, რომელსაც მარკო ესპოზიტო წვრთნის.
პირველ მატჩში ჩვენი გუნდი მონტენეგროს დაუპირისპირდა და ტურნირი გამარჯვებით გახსნა – 76:63.
შეგახსენებთ, რომ ამ შეჯიბრებაში საქართველოს კანდიდატთა ნაკრები კიდევ ორ მატჩს გამართავს – ეთამაშება მასპინძელ ჩინეთს (25 ივლისს) და ისევ მონტენეგროს (27 ივლისს).

⭕ ასევე დაგაინტერესებთ: