საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა 2026 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო მეორე დივიზიონში ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი სლოვენიის ნაკრებთან გამართა, მეტოქე 24:7 დაამარცხა და მერვედფინალში ითამაშებს.
ქართველმა წყალბურთელებმა უპირატესობა თავიდანვე მოიპოვეს და ოთხივე მეოთხედი მოიგეს (6:1, 6:4, 6:1, 6:1). საქართველოს ნაკრებიდან ყველაზე მეტი ბურთი (6) ხვიჩა ჯახაიამ გაიტანა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
ირაკლი რაზმაძე, გიორგი გვეტაძე; საბა ტყეშელაშვილი (1), ვატო დადვანი (5), ნიკა შუშიაშვილი (2), ანდრია ბითაძე (2), დუშან ვასიჩი (2), ხვიჩა ჯახაია (6), ბესარიონ ახვლედიანი (4), გიორგი მესხი, იოვან სარიჩი, ლუკა ჩიქოვანი (1), საბა მაჭავარიანი (1), სტეფან პიეშივაცი.
ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ 24-დან 16 ნაკრები პლეიოფში გააგრძელებს ბრძოლას და ორი საუკეთესო 2026 წლის მსოფლიო თასის ფინალური ეტაპის საგზურს მოიპოვებს, რომელიც 22-26 ივლისს ავსტრალიაში გაიმართება.
მერვედფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „მომზადება უმარტივესია!“ - ცნობილი ბლოგერი ხაჭოს პასქის რეცეპტს გვიზიარებს
წყარო: 1tv.ge