Digest Logo

საქართველოს საბავშვო ევროვიზია 2024-ზე „რანინას“ გამარჯვებული ანდრია ფუტკარაძე წარადგენს

1722353392
 ანდრია ფუტკარაძე

საქართველოს საბავშვო ევროვიზია 2024-ზე პროექტ „რანინას“ მეშვიდე სეზონის გამარჯვებული ანდრია ფუტკარაძე წარადგენს.

11 წლის ანდრია 2013 წლის 11 ივნისს ბათუმში დაიბადა. სიმღერა ორი წლის ასაკში დაიწყო და ექვსი წლიდან უკვე არის ვოკალური ანსამბლის, „ზღვის შვილების“ წევრი.

ანდრია ასევე სწავლობს ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მუსიკალურ ექვსწლედში, ფორტეპიანოს მიმართულებით. 2024 წლის 26 მაისს ის „რანინას“ მეშვიდე სეზონის გამარჯვებული გახდა.

ანდრია ფუტკარაძე საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს 16 ნოემბერს წარადგენს. კონკურსი ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ:

10 დაუჯერებლად ძვირფასი საჩუქარი, რომელიც ანანტმა და რადიკამ ქორწილში მიიღეს

ტრაგედია ბაღაშვილების ოჯახში - „აღარ მყავს ჩემი საოცარი დედა!“

🎥 „თუ თანხას არ მოაგროვებდნენ, ისინი ფიზიკურად უსწორდებოდნენ, აბამდნენ, სცემდნენ“ - ტრეფიკინგის გაუხმაურებელი საქმე საქართველოში