Digest Logo

🎥 „თუ თანხას არ მოაგროვებდნენ, ისინი ფიზიკურად უსწორდებოდნენ, აბამდნენ, სცემდნენ“ - ტრეფიკინგის გაუხმაურებელი საქმე საქართველოში

1722348336
ტრეფიკინგიტრეფიკინგი

იდენტიფიცირებული იქნა საქართველოში მოქმედი ორგანიზებული დაჯგუფებები, რომლებიც დაკავებულები იყვნენ სხვადასხვა დანაშაულებრივი საქმიანობით. ფულადი სარგებლის მიღების მიზნით, ახორციელებდნენ ორი პირის შრომით ექსპლუატაციას, საიდანაც ერთი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი იყო. 

აღნიშნულ საკითხზე სიუჟეტი გადაცემამ „პოლიციის ფაილები“ მოამზადა.

ჩანაწერი სატელეფონო ზარიდან: 

ვ.ს. - ვერ გავიგე? 

მ.მ. - ბიჭო, სხვა შუქნიშანთან დადექი, გადადი სხვა ხაზზე. 

თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, რომელთა ასაკი 5-10 წლამდე მერყეობდა, უნდა ჩაებათ შრომით ექსპლოატაციით საქმიანობაში. მათ მიმართ ადგილი ჰქონდა სიტყვიერ შეურაცხყოფას.

დაზარალებული ა.ა. - არაფერს არ მაძლევენ. 

დაზარალებული უ.ა. - ბიჭო, საღამომდე იარე. 

მათ მიმართ ადგილი ჰქონდა ფსიქოლოგიური ზეწოლას, ყვირილს, შანტაჟს. ერთდროულად ქუთაისში, ბათუმში და თბილისში განხორციელდა 15  პირის დაკავების ღონისძიება. 

სისტემატურად ურეკავდნენ ადამიანით მოვაჭრე პირები მათ და ეკითხებოდნენ თანხის რაოდენობას, სთხოვდნენ მეტი თანხის შოვნას. ემუქრებოდნენ, თუ შესაბამისი რაოდენობის თანხას არ მოაგროვებდნენ, სახლში დაბრუნებულებს ისინი ფიზიკურად გაუსწორდებოდნენ, დააბამდნენ, სცემდნენ. 

ბ.ც. - ნახე ეგ ნა@@@ი კაცია. 

ს.ა. - ახლა მივდივარ, ხვალ დილით შუქნიშანზე დავიჭერ. 

ისინი ხშირ შემთხვევაში ძალადობრივი ქმედებებით მოითხოვდნენ ფულს, როგორც ადგილობრივი მოქალაქეებთან მიმართებაში, ასევე უცხოელ ტურისტებთან. იმ პირთა შორის, რომელთა მიმართ მიგრაციის დეპარტამენტმა განახორციელა გაძევების პროცედურები, არასრულწლოვანი მოქალაქეებიც იყვნენ. მათ უმრავლესობას საქართველოს საზღვარი უკანონოდ ჰქონდა გადმოკვეთილი და ყოველგვარი სამართლებრივი საბუთის გარეშე იმყოფებოდნენ. 

ბ.ც. ბესო ძია, გამარჯობა. სად ხარ? ა. ქუთაისშია. 

პოტენციური დამნაშავეები რეგულარულად ვითარდებიან, ცვლიან დანაშაულის ჩადენის ხერხებს და მეთოდებს. 

ტრეფიკინგი ადამიანის ძალის მიერ, მოტყუებით ან იძულების სხვა საშუალებით გადაბირებას, ტრანსპორტირებას, გადაყვანას, შეფარებას ან მიღებას ექსპლოატაციის გულისხმობს, რომელშიც მოიაზრება როგორც კომერციულ სექსუალური, ასევე შრომითი ექსპლოატაცია. 

ტრეფიკინგი არის სხვისი უმწეო მდგომარეობის გამოყენებით მასზე კონტროლის დამყარება. ნარკოტიკებითა და იარაღით ვაჭრობის შემდეგ, ეს არის სიდიდით მესამე დანაშაული მსოფლიოში. 

ყოველ წელიწადს მსოფლიოში საშუალოდ 2-იდან 4 მილიონამდე ადამიანი ხდება ტრეფიკინგის მსხვერპლი, მათგან 70% ქალები და ბავშვები არიან. 

2023 წლის თებერვალს, გამოძიება არასრულწლოვნებით ვაჭრობის ფაქტზე დაიწყო. 4 არასრულწლოვანი შრომით ექსპლოატაციას საკუთარი მშობლები აიძულებდნენ.  4 პიროვნებამ შეიმუშავა გეგმა, რომლის თანახმადაც, თავიანთი არასრულწლოვანი შვილები უნდა ჩაებათ შრომით ექსპლოატაციაში. ბავშვების ძირითად მოვალეობას თბილისის ქუჩებში ყვავილების და სანთლების გაყიდვა, ასევე მოწყალების თხოვნა წარმოადგენდა. 

ბავშვები ყოველდღიურად, ღამის საათებში  გაჰყავდათ შარდენის ქუჩაზე არსებულ კაფე-ბარებთან, სადაც აიძულებდნენ ყვავილების გაყიდვას. თუ ისინი მშობლების დავალებას არ შეასრულებდნენ, ფიზიკურად უსწორდებოდნენ. 

ასევე დაგაინტერესებთ

„ძალიან დიდხანს მმალავდნენ, თავიდან ვბრაზდებოდი... ყველაფერს ვეკითხები, ვიცი, რომ ისინი გამოცდილები არიან“ - ფანიკო მღებრიშვილი მშობლებზე

🎥 ზეითუნის ზეთი და „პერეკისი“ - გამოიყენეთ ეს ბუნებრივი მეთოდი ყურის გასაწმენდად - არუნ ხათრის რჩევები

⭕„გამომდინარე იქიდან, რომ ეს ისტორიული ადგილი და ბრძოლაა, ბილეთის ფასი თითო $3000-ს აღემატება... არ აქვს მნიშვნელობა უყურებთ სახლიდან, რესტორნიდან თუ ბარიდან ვიცი, რომ სულით ჩემთან ხართ!“ - მერაბ დვალიშვილი