ამა წლის 3 აპრილს, 12:00 საათზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) მოწვევით საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება, - ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, სხდომის მიზანია იმ საორგანიზაციო თემების განხილვა, რომლებიც არ არის გაწერილი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებით.
„მათ შორის, სინოდის შემდგომ სხდომებთან და გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებული დამატებითი დეტალები, კრების გამართვის ადგილი, დელეგატების მოწვევის პროცედურა და სხვა აუცილებელი საკითხები“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕წყალში ჩაძირული პასკის რეცეპტი, ცნობილი ბლოგერისგან - ნოტიო, მძიმე და გემრიელი!
⭕მალიბუ ტუღუში ცეცხლოვან კადრებს აქვეყნებს - „ვარსკვლავი გოგო ხარ“